ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დოლარი გამყარდა, ევრო $1.20 ნიშნულს ქვემოთ დაეცა


დოლარმა ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ევროს ღირებულება კი $1.2-ზე ქვემოთ დაეცა. მონაცემებმა მიანიშნა ამერიკის ეკონომიკის გაუმჯობესებულ პერსპექტივაზე, ბონდებში ჩადებული ინვესტიციებიდან შემოსავალი გაიზარდა და ნავთობის ფასი, ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა.

მომხდარზე გავლენა იქონია შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გაკეთებულმა პოლიტიკურმა კომენტარებმა და ასევე, ახალი მასტიმულირებელი პაკეტის დამტკიცების პერსპექტივამ.

მას შემდეგ, რაც ხელფასების აღმრიცხველი კომპანიის “ეი-დი-პი" მონაცემებმა აჩვენა, რომ დასაქმება გაიზარდა და ამერიკაში მიწოდების მენეჯმენტის ინსტიტუტმა “აი-ეს-ემ" თითქმის ორი წლის განმავლობაში მომსახურების სფეროში აქტიურობის ზრდა დააფიქსირა, შეერთებული შტატების ხაზინის ბონდებზე შემოსავალი გაიზარდა.



ამერიკული დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით, 91.485 ნიშნულზე ავიდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში, მისი ყველაზე მყარი პოზიციაა. ხანმოკლე ინვესტიციები მაღალ დონეზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეთა პოზიციების დათმობასთან ერთად, დოლარს ზრდის სივრცე აქვს.

თუმცა, "მიცუბიშის" ფინანსური ჯგუფის ვალუტის ანალიტიკოსმა ლი ჰარდმანმა კლიენტებისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში დაწერა: “დარწმუნებული არ ვართ, რომ დოლარის ახლანდელი აღმასვლა მოკლე პერიოდის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანი დარჩება”. ამის მიზეზად, მან შეერთებული შტატების რეალური შემოსავლების მიმდინარე კლება დაასახელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG