შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს, 4 სექტემბერს ფილადელფიაში ჩადის. ამ უქმე დღეს ამერიკა მშრომელთა დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს რიგითი ამერიკელების სოციალურ და ეკონომიკურ მიღწევებს.
ბაიდენმა მშრომელთა დღის აღსანიშნად მშობლიური, პენსილვანიის შტატი პოლიტიკური ნიშნითაც შეარჩია, რადგან ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ბაიდენის აქცენტი ამერიკელი დასაქმებულებისადმი მეგობრულ პოლიტიკაზე, მას პოლიტიკურ ბრძოლაში გასამარჯვებლად დაეხმარება.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: ქარიშხალი იდალია ჯერ კიდევ ძალიან საშიშიაშაბათს, 2 სექტემბერს, პრეზიდენტი ფლორიდის შტატშიც ჩავიდა, სადაც ქარიშხალ "იდალიას" მიერ მიყენებული ზარალი დაათვალიერა და შეაფასა. შემდეგ შინ, დელავერის შტატში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახის სახლია. დღეს ის მეზობელ პენსილვანია სტუმრობს, რომელმაც მას 2020 წლის არჩევნებში ხმა მისცა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებაში დაეხმარა.
მშრომელთა დღეს ამერიკელები ტრადიციულად სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ. ის ქვეყნის მასშტაბით ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დღესასწაული სათავეს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან იღებს. მშრომელმა აქტივისტებმა მაშინ ფედერალური დღესასწაულის დაწესება მოითხოვეს, რათა ქვეყანას ეღიარებინა რიგითი ამერიკელი მუშების მიერ შეტანილი წვლილი შეერთებული შტატების წარმატებაში, მისი სიძლიერის განმტკიცებაში და საერთო კეთილდღეობის მშენებლობაში.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელების მწვავე კამათი - მილუაკიმ პირველ საპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა