ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალი ადმინისტრაციის შედგენაზე იწყებს მუშაობას. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კი აგრძელებს სასამართლოში საჩივრების შეტანას, მეორე ვადით პრეზიდენტობის შენარჩუნების იმედით.
ტრამპი არ თმობს თავის პოზიციას, არ აღიარებს აქამდე გამოქვეყნებულ შედეგებს და ამის მაგივრად არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად სასამართლოში სარჩელები შეაქვს.
სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ სასამართლო დავებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ, რომ არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინონ.
ასევე ნახეთ: ტრამპის მიერ დამარცხების არაღიარებას ბაიდენმა სამარცხვინო უწოდასააგენტო "როიტერისა" და "იპსოს" ერთობლივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკის მოსახლეობის 80%, მათ შორის, რესპუბლიკელებიც, თვლიან, რომ ბაიდენი ქვეყნის არჩეული პრეზიდენტია.
ბაიდენს გამარჯვება უკვე მიულოცეს მსოფლიოს ლიდერებმა. ტრამპის უარი კი, აღიაროს შედეგები, არის ეთგვარი გამოძახილი მისი ხმაურიანი 4 წლისა თეთრ სახლში, რომლის შედეგადაც ქვეყანა უკიდურესადაა პოლარიზებული, კორონავირუსისა და რასობრივი უთანასწორობის ფონზე.
ასევე ნახეთ: აშშ-ის გენერალური პროკურორი საარჩევნო დარღვევების გამოძიების ნებართვას გასცემსსაარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და ოფიციალურად მიანიჭებს გამარჯვებულს კოლეგიის ხმათა უმრავლესობას. შემდეგ ეს მონაცემები კონგრესს გადაეგზავნება და ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული. ამერიკის შეერთებული შტატების იანაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საქმიანობის შესრულებას შეუდგება.