ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის გენერალური პროკურორი საარჩევნო დარღვევების გამოძიების ნებართვას გასცემს


გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი
გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი

შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, ფედერალურ პროკურორებს ნება დართო გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ გადაწყვეტილებამ, იუსტიციის დეპარტამენტში არჩევნების საკითხებზე მომუშავე პროკურორის გადადგომა გამოიწვია.

ბარის მიერ გამოცემული რეკომენდაციის მიხედვით, რომლის ასლები ახალი ამბების გამოცემებმა მოიპოვეს ნათქვამია, რომ გამოძიება შესაძლებელია ჩატარდეს, თუ „ადგილი აქვს ნათელ და ცხადად სარწმუნო დარღვევების ბრალდებებს, რომელიც თუ დადასტურდა, ფედერალურ არჩევნებზე ცალკეულ შტატში შესაძლებელია გავლენა იქონიოს“.

ბარის რეკომენდაციებში ასევე ნათქვამია, რომ „მაშინ, როცა კრიტიკულია სარწმუნო ბრალდებები დროულად და ეფექტურად იყოს გამოძიებული, ასევე კრიტიკულია, რომ დეპარტამენტის პერსონალმა სიფრთხილე გამოიჩინოს და უზრუნველყოს დეპარტამენტის მიერ სამართლიანობის, ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის მოვალეობის შესრულება“.

იუსტიციის დეპარტამენტის საარჩევნო დანაშაულის პროკურორი რიჩარდ პილგერი, კოლეგებთან გაგზავნილი იმეილის მიხედვით, მთავარი პროკურორის რეკომენდაციების “შედეგების“ გამო გადადგა. პილგერი დეპარტამენტში რჩება, თუმცა სხვა როლში.

იუსტიციის დეპარტამენტის წარსული პრაქტიკის მიხედვით, ის საარჩევნო გამოძიებებს მხოლოდ მას შემდეგ ატარებდა, რაც თითოეული შტატი მისი შედეგების სერთიფიცირებას ახდენდა. ამის მიზეზი ფედერალური მთავრობის შტატების საქმეებში ჩარევის აღკვეთა იყო. შტატებს ვადა, შედეგების სერთიფიცირებისთვის 8 დეკემბრამდე აქვთ. ხოლო, საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს იკრიბება.

პრეზიდენტ ტრამპს ამ დრომდე არ უღიარებია, რომ არჩევნებში დამარცხდა და მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო დარღვევებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG