ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი, ჰარისი გამარჯვების სიტყვაში ამერიკელებს მადლობას უხდიან


რამდენიმე წუთის წინ, აშშ-ის სავარაუდო პრეზიდენტმა, წინასწარი შედეგებით გამარჯვებულმა ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, სავარაუდო ვიცე-პრეზიდენტმა, ამერიკელებს დელავერის შტატის დედაქლაქ უილმინგტონიდან მიმართეს.

ე.წ. გამარჯვების სიტყვაში კამალა ჰარისმა საკუთარი ემიგრანტული წარსული გაიხსენა, პატივი მიაგო მის დედას და მადლობა გადაუხადა მას სიმტკიცისთვის. ჰარისმა ამერიკელების წინაშე განაცხადა, რომ რეალურად მისი და არჩეული პრეზიდენტის საქმე ახლა იწყება ქვეყნის გასაერთიანებლად და რომ მისი პატივია იყოს პირველი არჩეული ქალი ვიცე პრეზიდენტი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ასე ბოლოჯერ არ ხდება. მან არჩეული პრეზიდენტი წარუდგინა შეკრებილ საზოგადოებას.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი პატივია იყოს ყველას პრეზიდენტი, რომ ის ამომრჩევლების ვალშია, მადლობას უხდის ყველას ნდობისთვის და რომ ის ლურჯ და წითელ შტატებად არ აღიქვამს ამერიკას, არამედ მთლიან ქვეყანას. მან განაცხადა, რომ დროა ამერიკელებმა ოპონენტების მტრად გამოცხადება შეწყვიტონ და მისცენ ერთმანეთს შანსი, რათა აშშ-ში აღმოიფხვრას სისტემური რასიზმი, აყვავდეს ეკონომიკა და კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების შეკავება მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი, არის რა არაერთი ვადით არჩეული ამერიკის სენატორი, პირველად სწორედ 7 ნოემბერს 48 წლის წინ აირჩიეს სენატორად.

დონალდ ტრამპის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” კრედოს შემდეგ, რომლითაც მან ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმებიდან გამოიყვანა, ბაიდენმა, კამპანიის დროს პირობა დადო, რომ ის მსოფლიოს გარშემო ამერიკის ჩართულობას განაახლებს, დაუბრუდება კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შესაზღუდ პაქტს.

ამ ფონზე პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს იურიდიული საჩივრების შეტანას სასამართლოში, რომ არჩევნების უსამართლოდ გაყალბება დაამტკიცოს. მას ამ დრომდე არანაირი სამხილი არ წარმოუდგენია გაყალბების ბრალდებების დასამტკიცებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG