ბაიდენის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ახალი საბიუჯეტო შეთავაზების მონახაზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა დახარჯოს ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ ფული 2022 წელს.
თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბაიდენი ხალხს ჰპირდებოდა, რომ ის განათლებაში, ახალ სამუშაო ადგილებში, ჯანდაცვაში და გარემოს დაცვაში ჩადებდა ინვესტიციას. 58-გვერდიანი დოკუმენტის თითქმის, 1/3, სწორედ ამ სფეროების დაფინანსებას მოიცავს.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ბაიდენი ბიუჯეტის პროექტს კონგრესს გაუგზავნისგეგმის მიხედვით, ისეთი ფედერალური სააგენტოები, რომლებიც ამ სფეროებს მოიცავენ და რომელთაც წინა პრეზიდენტის დროს, დაფინანსება შეუმცირდათ, მომავალი წლიდან ახალი ტიპის დაფინანსებას მიიღებენ. მაგალითად, განათლების დეპარტამენტს ბიუჯეტის 41%-იანი ზრდა ექნება. ვაჭრობის დეპარტამენტი 28%-ით, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 24%-ით, ხოლო გარემოს დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი 21%-ით გაიზრდება.
ასევე ნახეთ: დემოკრატია VS ავტოკრატია- უნდა შეცვალოს თუ არა ამერიკამ რუსეთთან მიდგომა?
დოკუმენტის მიხედვით, შედარებით მცირე მასშტაბით გაიზრდება თავდაცვის ბიუჯეტი, რასაც დიდი ალბათობით, ყველა რესპუბლიკელი და დემოკრატების ნაწილი შეეწინააღმდეგება. რესპუბლიკელებისგან მოელიან იმასაც, რომ ისინი დემოკრატებისთვის პრიორიტეტული განხრების დაფინანსების გაზრდას შეეწინააღდეგებიან და მაგალითად, სუფთა ენერგიის კვლევასა და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებების დაფინანსებას მოითხოვენ.