ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უკვე დომინირებს ის ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში იპოვეს


პირველად ბრიტანეთში ნაპოვნი კორონავირუსის ვარიაცია B.1.1.7, რომელიც ამერიკაში დეკემბერში იპოვეს, სულ 3 თვეში, მთელ ქვეყანაში დომინირებს. განცხადება ოთხშაბათს, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ გააკეთა.

ცენტრის სპეციალისტებმა ჯერ კიდევ იანვარში იწინასწარმეტყველეს, რომ ვირუსის პირველად ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტი მარტის ბოლოს ამერიკაში დომინანტური გახდებოდა. B.1.1.7 გავრცელების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა და სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც აქვს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში დღეისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა აღრიცხული რაოდენობა 30 მილიონს აჭარბებს. დაავადების გართულებებით დაიღუპა 559 116 ადამიანი, გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG