იაპონია მიმდინარე კვირის მიწურულს, დიდი შვიდეულის სამიტს უმასინძლებს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი, ორი ქვეყნის საკითხი იქნება, რომლებიც შეხვედრაზე მიწვეულიც კი არ არიან, - რუსეთი და ჩინეთი.
სამიტი ჰიროსიმაში პარასკევს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სამიტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიების მეთაურები, სამი დღის განმავლობაში, მიმდინარე გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.
ასევე ნახეთ: დიდი შვიდეულის ლიდერები ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ჩინეთი და რუსეთი იქნება. სამიტში მონაწილე ქვეყნები უნდა შეჯერდნენ, როგორ უპასუხონ ერთობლივად გამოწვევებს, რომლებსაც ეს ქვეყნები ქმნის.
როგორც ჩანს, დიდი შვიდეულის ქვეყნებში, რუსეთთან მიმართებით უფრო ძლიერი თანხმობაა, თუმცა ჩინეთთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყანას განსხვავებული პოზიციები აქვს - წერს სააგენტო „როიტერი“, წყაროზე დაყრდნობით.
დიდი შვიდეულის ქვეყნების ნაწილს, ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს. ჩინეთი მსოფლიოში, ამ დროისთვის, სიდიდით მეორე ეკონომიკაა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ბოლო გემმა დატოვა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ბედი რუსეთის ხელშიამნიშვნელოვანი საკითხი ახლა ისაა, როგორ შეძლებენ დიდი შვიდეულის ქვეყნები პოზიციების შეჯერებას ჩინეთთან მიმართებაში.