ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობას იტალიაში სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა


წყალდიდობას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის, 8 ადამიანის დაღუპვა ოფიციალურად დასტურდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

სტიქია იტალიის ჩრდილოეთით, ემილია-რომანიის რეგიონში, შაბათ-კვირას დაიწყო. სპეციალურმა სამსახურებმა ევაკუაცია მალევე გამოაცხადეს, თუმცა როგორც ჩანს, საშიში ზონიდან ყველა მოქალაქის დროული გაყვანა ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის ევაკუირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

იტალიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ნალექი რომელმაც რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია, საშუალო წლიური ნალექის ნახევარს შეადგენდა.

ძლიერმა წვიმამ იტალიის ჩრდილოეთით მდინარეების ადიდება გამოიწვია, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.

სტიქიის ზონაში მყოფი პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ წვიმამ იკლო, თუმცა წყლის ნაკადი კვლავ დიდია.

XS
SM
MD
LG