ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სახელმწიფო ვალის ლიმიტზე იმსჯელებენ


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი, კევინ მაკარტი დღეს შეხვედრას გამართავენ. მსჯელობის საგანი აშშ-ის მთავრობის 31.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ვალის ზღვრის აწევა და ეკონომიკური დეფოლტის თავიდან აცილების გზები იქნება.

პრეზიდენტს და კონგრესს, შეთანხმებისთვის ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ორშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 1 ივნისს, ყველა გადასახადის გადასახდელად, შესაძლოა ფინანსები აღარ ჰქონდეს, რამაც შესაძლოა დეფოლტი გამოიწვიოს. ეკონომიკოსების შეაფესებით, ამან შესაძლოა ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა გამოიწვიოს.

„დრო იწურება. ყოველ დღე, როცა კონგრესი არ მოქმედებს, ჩვენ გაზრდილ ეკონომიკურ ხარჯებს განვიცდით, რამაც შესაძლოა ამერიკის ეკონომიკა შეანელოს. დასაკარგი დრო არ არის“ - განაცხადა ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელინმა ბანკირებთან შეხვედრისას.

რესპუბლიკელები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას 222-213 უმრავლესობით აკონტროლებენ, თვეების განმავლობაში ითხოვდნენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული სესხის ლიმიტის ნებისმიერი ზრდა, ხარჯების შემცირებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. გასულ კვირაში ორივე მხარის თანამშრომლებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ხარჯვის ლიმიტი და ცვლილებები ენერგეტიკულ ნებართვებში, ხმების სანაცვლოდ ლიმიტის მოხსნის მიზნით.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტსა და წარნმომადგენელთა პალატის სპიკერს შორის შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG