სირია ბრძოლის კვამლშია გახვეული.

სირია ბრძოლის კვამლშია გახვეული.

ძმის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარი დამასკოში დაბრუნდა, სადაც ქვეყნის მმართველობის გადასაბარებლად, შესაბამის განათლებას იღებდა.

მიუხედავად ამისა, სირიის პრეზიდენტს ბაშარ-ალ-ასადს, დაძაბულობის განსამუხტად სათანადო ზომები ჯერ კიდევ არ მიუღია.

პროფესორი ჯერალდ პოსტი აღნიშნულთან დაკავშირებით, შეშფოთებულია. იგი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური ფსიქოლოგიის პროგრამების დირექტორია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტებიდან დაწყებული მსოფლიო ლიდერების ფსიქოლოგიის ანალიზს აკეთებს:

„ბაშარ ალ ასადი საშიშროებას წარმოადგენს. ამ ყველაფერს კარგი დასასრული არ ექნება; ძალადობა კვლავ გაგრძელდება -“ ამბობს პროფესორი პოსტი.

ბაშარ ალ ასადის პოლიტიკა სათავეს მამამისის მართველობიდან იღებს. ჰაფეზი სირიას სამი ათეული წლის განმავლობაში „რკინის მუშტით“ მართავდა. ასადების ოჯახი შიიტი მუსლიმების ალავიტურ სექტას განეკუთვნებიან.

ვაშინგტონში არსებული სირიის პოლიტიკური და სტრატეგიული სწავლების ცენტრის დირექტორის რადვან ზიადეჰის განცახდებით, არსებული რეჟიმის უმთავრესი დანიშნულება ალავიტური სექტის მიერ ქვეყნის მართვაზე კონტროლის შენარჩუნებაა:

„ახლანდელი მმართველობა, ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოზეა დამოკიდებული, რომელსაც ალავიტები აკონტროლებენ. “

თავად ბაშარ ალ ასადი მამამისისათვის საკუთარი პოლიტიკის სასურველ გამგრძელებლად არ მოიაზრებოდა. ოპტომოლოგი, რომელმაც განათლება ლონდონში მიიღო, მორცხვ ადამიანად მიაჩნდათ. ასადის მამისათვის ღირსეული მემკვიდრე მისი უფროს ვაჟი ბასილი იყო, რომელიც ავტოაკატასტროფაში დაიღუპა. ძმის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარი დამასკოში დაბრუნდა, სადაც ქვეყნის მმართველობის გადასაბარებლად, შესაბამის განათლებას იღებდა.

1982 წელს ჰაფეზ ალ ასადმა აჯანყებულებს ქალაქ ჰამასში გამანდაგურებელი დარტყმა მიაყენა. ოფიციალური მონაცემებით, მაშინ დაახლოებით 10,000-დან 25,000-მდე ადამიანი დაიღუპა. პროფესორი ჯერალდ პოსტის თქმით, ყოველივე ამან, ბაშარზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაშარ-ალ-ასადს აღნიშნული კრიზისის მართვა არ ძალუძს, რადგან მამამისის დროინდელ მრჩეველებს კომპრომისზე წასვლა არ უყვართ:

„სწორედ ამიტომ, როცა დაძაბულობა იზრდება, ბაშარ-ალ-ასადს გადამწყვეტი ზომების მიღება არ შეუძლია. ხელისუფლებამ კარგად იცის რომ თუ შემხვედრ პოზიციაზე წავლა, მაშინ მათ რეჟიმს განადგურება უწერია,-“ განმარტავს რადვან ზიადეჰი.

ამ ყველაფერის გამო კი, სირიის მოსახლეობა ქვეყნის მმართველობისაგან გაზრდილი ძალადობის მსხვერპლად დღემდე რჩება.