სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ იდლიბზე შეტევა განაახლეს, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებული. შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც დამასკოში გაეროს მშვიდობის დესპანის კოფი ანანის და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა დასრულდა. გუშინ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე დაბომბილი იდლიბია ასახული. მანამდე კოფი ანანმა ბაშარ ალ-ასადს ძალადობის დასრულებისკენ და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1