ყოფილ "ვაგნერელს" მეორედ ჩადენილი მკვლელობის გამო 8 წელი მიუსაჯეს

"ვაგნერის" მებრძოლები კერძო სამხედრო დაჯგუფების ყოფილი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის საფლავზე აღმართულ მის ძეგლთან. 23 აგვისტო, 2023 წ.

რუსეთის კერძო სამხედრო ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლი ალექსანდრე კუზმინი მკვლელობის გამო გაასამართლეს. შეყვარებული ქალის მოკვლის გამო, 4 ივნისს, 41 წლის მებრძოლს თათარსტანის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კუზმინს მკვლელობა ადრეც ჰქონდა ჩადენილი. ის პატიმარი იყო და 10 წელს სასჯელს იხდიდა, როცა "ვაგნერში" დაქირავებულ მებრძოლად გაწევრიანდა და უფლება მიეცა, დარჩენილი ვადა უკრაინაში, რუსეთის ძალების მხარეს ბრძოლით მოეხადა.

ასევე ნახეთ: რუსი პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნის გამო, ყოფილ "ვაგნერელს" პატიმრობა მიესაჯა

ჭრილობის მიღების შემდეგ, კუზმინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შეიწყალეს და ის ფრონტის ხაზიდან შინ დაბრუნდა. მისი სიტყვებით, შეყვარებულ ქალთან კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან კუზმინს სხვა ნაცნობმა ქალმა დაურეკა.

დამნაშავემ ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ მონადირის დანით ჭრილობები მიაყენა სახის, კისრის და მკერდის არეში. ის ღამით შინ არ დაბრუნებულა, დილით კი ქალი მკვდარი დახვდა. ამის შემდეგ, კუზმინმა ტაქსი გამოიძახა და სხვა ქალაქში გაემგზავრა.

ექსპერტიზის დასკვნით, ნაცემი ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის გადაციება გახდა. სახლი, რომელშიც კუზმინმა დაჭრილი ქალი დატოვა, შეშის ღუმელით თბებოდა.