ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებულმა ზომებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკვე არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და უთანასწორობის საკითხები კიდევ უფრო გააღრმავა. ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობების ნაწილი კრიზის იყენებს „როგორც ფასადს ძალაუფლების მოსაპოვებლად, თავისუფლების შესაზღუდად და ადამიანის უფლებების ვალდებულებების იგნორირებისთვის მიზეზად“.
მთავრობების პასუხი კოვიდ-19ზე „აჩვენებს გარიყვის, უთანასწორობის და სახელმწიფო გადაცდომების ადამიანურ საფასურს“, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგრიშში.
ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის გამო და კოვიდ-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით გარკვეული შეზღუდვები დააწესა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გადაადგილების, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეზღუდა.
ასევე ნახეთ: რუსული ოკუპაცია - შემზარავი ტრაგედია ენგურზეე.წ. „ლოქდაუნის“ ანუ ჩაკეტვის შედეგად არაპროპორციულად დაზარალდნენ მოწყვლადი ინდივიდები და ჯგუფები. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა უკანონოდ გამოიყენეს ძალა, სხვა დარღვევებთან ერთად, მათ შორის საქართველოშიც.
ანგარიშში საქართველოზე საუბრისას აღნიშნულია „კარტოგრაფების საქმე“ და 8 ნოემბერს "ცესკოსთან" გამართული აქციისას ძალის გამოყენება.
„[საქართველოში] ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გარშემო შეშფოთების გამოთქმას. ოქტომბერში, ორი კარტოგრაფი, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობდნენ დააკავეს და ბრალად წაუყენეს ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის დარღვევა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ მათ არასწორი რუკა გამოიყენეს და საქართველო აზერბაიჯანის ტერიტორიის გადაცემის რისკის ქვეშ დააყენეს. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, რომ საქმე შეთხზული იყო და მისი მიზანი დღევანდელი ოპოზიციისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენებაა, რომელიც საზღვარზე მოლაპარაკებების დროს ხელისუფლებაში იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ნახეთ: IRI-ის კვლევა: პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ქართველებისთვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკააარჩევნების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დემონსტრაციის დარბევაზე საუბრისას კი ორგანიზაცია ამბობს, რომ „8 ნოემბერს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი არაპროპორციულად და განურჩევლად მთლიანობაში მშვიდობიანი ოპოზიციის მხარდამჭერი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ცალკეული პირები ეცადნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესვლას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშში ასევე საუბრობს შრომის სტანდარტების სიმწირეზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაკავებასა და გადაადგილების შეზღუდვაზე.
ანგარიშში კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ხშირად აქვს ადგილი სასამართლო სისტემაზე ზეწოლას, ჟურნალისტების თავისუფლების და ადამიანის უფლებების შეზღუდვას.