შეერთებული შტატები უკრაინას 138 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიჰყიდის „ჰოკის“ ტიპის [HAWK] ტიპის, იგივე "ქორისებრი" საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაკეთებლად და განსაახლებლად. დახმარების გამოყოფის მიზანია კიევს დაეხმაროს რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმებისგან თავის დაცვაში. ამის შესახებ 9 აპრილს „როიტერს“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
ასევე ნახეთ: პირველად ომის განმავლობაში, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული გემი ბალტიის ზღვაში დააზიანაამერიკამ უკრაინას HAWK-ის რაკეტები პირველად 2022 წელს, რუსეთის სრულასშტაბიანი შეჭრის შედეგ გაუგზავნა. ისინი „სტინგერის“ ტიპის მხრიდან გაშვებული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან შედარებით გაუმჯობესებული, უფრო შორი მანძილის სარაკეტო სისტემებია.
მას შემდეგ, უკრაინამ კიდევ მიიღო საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სისტემა, მათ შორის, ამერიკული წარმოების „პატრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.
ასევე ნახეთ: უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპამიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ამოეწურა შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირდაპირი წყარო, რომელიც კონგრესის მიერ იყო დამტკიცებული, კიევს “უცხოური სამხედრო დაფინანსების” აქტით 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გრანტი მიენიჭა, რომელსაც პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. გრანტის თანხა გამოყენებული იქნება აღჭურვილობის შესაძენად და ის ასევე მოხმარდება ინჟინერიისა და კომუნიკაციების ინტეგრაციის სფეროს.
"HAWK"-ებისთვის საჭირო სისტემების გაყიდვა მოითხოვს ამერიკის მთავრობის ხუთი თანამშრომლისა და 15 კონტრაქტორის დროებით ევროპაში გამგზავრებას. ამ ტრანზაქციისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილებაა გამოყენებეული. ეს არის მექანიზმი, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, თავდაცვის აღჭურვილობა ამერიკული აქტივებიდან სწრაფად მოიხსნას და სხვა ქვეყანას კონგრესის თანხმობის გარეშე გადასცეს.