ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად ომის განმავლობაში, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული გემი ბალტიის ზღვაში დააზიანა


კიევის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც რუსული გემი დაზიანდა. იერიში ამჯერად ბალტიის ზღვაში კალინინგრადის მახლობლად ბაზირებულ ხომადზე იქნა მიტანილი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ოპერაცია ადასტურებს კიევის მზარდ უნარს, კრემლის აქტივებს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაშიც მის საზღვრებს მიღმა დაარტყას.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ „სერფუხოვის“ სარაკეტო განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა მისი საკომუნიკაციო საშუალებები და ავტომატიზაციის სისტემა.

რუსულ მხარეს არ გაუვრცელებია ინფორმაცია არც გემზე დაწყებული ხანძრის ან სავარაუდო მსხვერპლის შესახებ. რამდენიმე სამხედრო ექსპერტის შეფასებით, გავრცელებული ვიდეო მიანიშნებს, რომ დივერსია, სავარაუდოდ, გემის შიგნიდან მოხდა.

ორმა უკრაინულმა გაზეთებმა „კიევ პოსტმა“ და „კიევ ინდეფენდენტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა დგას, წყაროების დასახელების გარეშე. რუსეთის სახელმწიფო მედია ამ საკითხზე დუმს.

გემი „სერფუხოვი“ „ბუიანის“ სერიის გემებს ეკუთვნის, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა.

გემის მდებარეობიდან გამომდინარე თავდასხმა, სავარაუდოდ, უფრო მეტ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს რუსულ ძალებზე, ვიდრე რაიმე გავლენას ომის მიმდინარეობაზე.

2024 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში, სავარაუდოდ, ასობით მეზღვაური დაკარგა, უკრაინის მიერ რუსული ფლოტის 20-მდე გემზე თავდასმის შედეგად. კრემლი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG