რუსული კოსმოსური ხომალდის „ანგარა ეი5“ კოსმოსური მისია, რომელიც ორი დღის წინ უნდა დაწყებულიყო კვლავ ჩავარდა. ორ დღეში უკვე მეორედ ხომალდის გაშვება გადაიდო, „ანგარა ეი5“ რომელიც ახლა კოსმოსურ მოგზაურობაში უნდა ყოფილიყო, რუსეთში ამურის ტყეშია გაჩერებული.
კრემლი ირწმუნება, რომ მისია შეაჩერეს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მისია არ შეუჩერებიათ და უბრალოდ ხარვეზებიდან გამომდინარე რაკეტამ სტარტის აღება ვერ შეძლო. კადრებში ჩანს, რომ მაშინ, როცა რაკეტის გაშვება უნდა დაწყებულიყო აალება არ მოხდა.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს უფროსი იური ბორისოვი ამბობს, რომ რაკეტის გაშვების შეჩერების გადაწყვეტილება მართვის სისტემის გაუმართაობის გამო მოხდა.
„სავარაუდოდ, ეს არის პროგრამული შეცდომა, რომელიც აუცილებლად მოიძებნება დღეს“,- ამბობს ბორისოვი მედიასთან საუბრისას.
დანამდვილებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ხარვეზი ამ ეტაპზე შეუძლებელია, უცნობია ისიც, როდის აიღებს სტარტს „ანგარა ეი5“.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ ეს „ანგარა ეი5“-ის გაშვების მეორე მცდელობა იყო, პირველი მცდელობის წარუმატებლობა კი მედიასთან რაკეტის სარქველში დაფიქსირებული ხარვეზით აიხსნა.
აღსანიშნავია, რომ „ანგარა ეი5“ კრემლის კოსმოსურ ამბიციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 2027 წელს მოსკოვი კოსმოსში ახალი რუსული კოსმოსური სააგენტოს მშენებლობის დაწყებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით ამ პროცესში „ანგარა ეი5“-ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, „ანგარა ეი5“-ს 20 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია.
Facebook Forum