"ჰამასს" 40 დღიანი ზავი, მძევლების გაცვლა და ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზეს

პალესტინურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ პარიზში მიმდინა ზავის მოლაპარაკებებიდან წინადადების პაკეტი მიიღო ღაზაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პირობები მოიცავს ყველა სამხედრო ოპერაციის 40-დღიან პაუზას და პალესტინელი ტყვეების გაცვლას ისრაელელ მძევლებში 10:1 თანაფარდობით. ამის შესახებ კომენტარი, საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა პირმა გააკეთა.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის ზავი ახლოვდება, - მხარეები ფრთხილობენ

შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში ღაზაში საავადმყოფოები და დახმარების 500 სატვირთო მანქანა სექტორში ყოველდღიურად შევა. ეს ინფორმაცია “როიტერს” წყარომ მიაწოდა, რომელიც მოლაპარაკების დეტალებს იცნობს.

შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰამასი გაათავისუფლებს 40 ისრაელელ მძევალს, მათ შორის ქალებს, 19 წლამდე ბავშვებს, 50 წელზე უფროსი ასაკის მოხუცებს და ავადმყოფებს, ხოლო ისრაელი გაათავისუფლებს, დაახლოებით, 400 პალესტინელ პატიმარს.

ღაზის სექტორის ზავის მოლაპარაკებები, ბოლო კვირების განმავლობაში, ყველაზე სერიოზული ბიძგია პალესტინურ ანკლავში ბრძოლების შესაწყვეტად და ისრაელელი და უცხოელი მძევლების გასათავისუფლებლად.

“ჰამასმა” მძევლები ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცა, რა დროსაც ასევე მოკლა 1 200 ადამიანი. თავდასხაზე საპასუხოდ ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც, ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.