ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორში რაფას დაარტყა


“ჰამასის” მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმას 97 ადამიანი ემსხვერპლა, 130 კი დაიჭრა. რაფაზე, ისრაელის ძალებმა დარტყმები ქალაქის სამხრეთსა და ცენტრში განახორციელა, რის შედეგაც, საცხოვრებელი სახლები და მეჩეთი დაზიანდა, - ინფორმაციას, ამის შესახებ, საინფრომაციო სააგენტო “როიტერი”, ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“როიტერის” ჟურნალისტთან საუბრისას, ქალაქის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეს დაბომბვა, ყველაზე მძიმე იყო მას შემდეგ, რაც ათი დღის წინ, ისრალემა ქალაქზე თავდასხმა განახორციელა და შედეგად, ორი მძევალი გაათავისუფლა.

ღაზის სექტორის მმართველთა განაცხადებით, სულ მცირე, 20 ადამიანი ასევე დაიღუპა ორი სახლის დაბომბვის შედეგად, სექტორის ცენტრალურ ნაწილში.

ამ ფონზე, “ჰამასის” ლიდერმა, რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მიმდინარე კვირაში შეხვედრები ქაიროში გამართა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ეს არის ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მძლავრი ნიშანი იმის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას. ისმაილ ჰანიე ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შეხვდა. შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა.

ადგილზე, გაეროს ძირითადი დახმარების სააგენტოების ხელმძღვანელებმა, ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელითაც, დაუყონებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს.

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზის სექტორს მას შემდეგ უტევენ, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" წევრები ისრაელის დასახლებებს თავს დაესხნენ და 1200 ისრაელელი მოკლეს, ასევე ასობით მძევალი აიყვანეს.

ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად 22000 ათასამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზაში, რომელსაც უმეტესწილად დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG