ბოლო ორ თვეში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ორი მოქალაქის თამაზ გინტურისა და ვიტალი (თემურ) კარბაიას უსასტიკესი მკვლელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოებას და სიაში, რუსეთის მესაზღვრეების შეყვანას არ ჩქარობს.
58 წლის თამაზ გინტური, 6 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, ლომისას ეკლესიის მოლოცვისას, რუსმა ოკუპანტებმა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მესაზღვრეებმა, პროპორშიკებმა ვასილ დემიდოვმა და ნიკოლაი ისჩენკომ უმოწყალოდ ჩაცხილეს.
43 წლის ვიტალი (თემურ) კარბაია, 9 დეკემბერს, ოკუპირებული გალის ბაზართან სასტიკად ე.წ „აფხაზური მილიციის“ დაჯგუფების წევრებმა: ვიანორ აბშილავამ, ალიკ ზარაქუამ და დავიდ კვეკვესკირმა სცემს. ვიტალი, რომელსაც ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული, მეორე დღეს სოხუმის საავადმყოფოში დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც გინტურის, ისე კარბაიას სასტიკი მკვლელობის შემდეგ, უპასუხოდ დატოვა ოპოზიციის არაერთგზის მოთხოვნა, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის, რუსი მესაზღვრეები, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეეტანათ.
„ფაქტიურად, უმოქმედოა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, შემოდებულია რეალურად თაროზე, მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია, არა მხოლოდ მკვლელების დევნის, არამედ შეგვიძლია, რომ გადაადგილების თავისუფლება შევუზღუდოთ, იმ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩადიან დანაშაულსთენგიზ ფხალაძე, ECIPE-ის უფროსი მკვლევარი
„ფაქტიურად, უმოქმედოა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, მიღებულია პარლამენტის მიერ დოკუმენტი, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ანუ სავალდებულო დოკუმენტია და შემოდებულია რეალურად თაროზე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
„გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეგვიძლია, არა მხოლოდ მკვლელების დევნის, მაშინ როდესაც სეპარატისტთა ლიდერები და წარმომადგენლები თავისუფლად მოგზაურობენ.
ახლახანს, ვნახე რომ ინალ არძინბა თუ არ ვცდები სირიაში იყო ჩასული... ელემენტარულად შეგვიძლია, რომ გადაადგილების თავისუფლება შევუზღუდოთ, იმ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩადიან დანაშაულს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება..მაგრამ, ჩვენ დეოკუპაციის სტრატეგიას კი არ ვავითარებთ, არამედ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვრეაგირებთ იმ დანაშაულზე, რასაც რუსეთი საქართველოში ჩადის და ვითარება კვლავაც მძიმდება“ - ამბობს თენგიზ ფხალაძე.
საქართველოს მთავრობამ, პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წელს გამოაქვეყნა. სიაში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე, ამ დანაშაულთა დაფარვაში, ბრალდებული და მსჯავრდებული 33 პირი მოხვდა.
Your browser doesn’t support HTML5
ასეთი სიის შექმნის მიზანი იქ შეყვანილი, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნა იყო, რაშიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უნდა დამხმარებოდნენ. ასევე ბრალდებული პირებისთვის, სავიზო, ქონებრივ და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა უნდა შეეზღუდათ.
„ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან ერთგვარი დაყვავების პოლიტიკაა. ასეთი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან, რაც ნათლად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვასთან მიმართებით, არ მუშაობსედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ექსპერტების შეფასებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ თავიდანვე პრობლემური იყო იმ თვალსაზრისით, რომ მასში მრავლად მოხვდნენ გარდაცვლილი პირები.
სიაში სეპარატისტების ლიდერებიდან, მხოლოდ აფხაზთა ე.წ „თავდაცვის მინისტრის“ „მოადგილე“, „გენერალი“ ანუა შეიყვანეს, აფხაზი და ოსი სეპარატისტების ლიდერები და მათი მოსკოველი „დონორები“, ოფიციალურმა თბილისმა სიაში არ შეიყვანა.
„ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან, როგორ იკვეთება, ერთგვარი დაყვავების პოლიტიკაა. ეს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ნაკლები მოქმედებით ან სრულად უმოქმედობით გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელიც საქართველოში ოკუპაციის კუთხით არსებობს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
მისი თქმით, „ასეთი პოლიტიკა რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, არ მუშაობს, რაც ნათლად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის, სიცოცხლის უფლების დაცვასთან მიმართებით. აუცილებელია რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გააქტიურდეს, რათა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს არ კლავდნენ“ - მიაჩნია ედუარდ მარიკაშვილს.
Your browser doesn’t support HTML5
რა შედეგი მოიტანა, ბოლო 5 წლის მანძილზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიამ ? საქართველოს ხელისუფლებამ 2016 წლის 10 მაისს, ხურჩა-ნაბაკების პუნქტთან, ათეულობით მოწმის თვალწინ, უსასტიკესად მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელზე აფხაზ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის ხაზით გამოაცხადა, თუმცა მის გადმოცემას ვერ მიაღწია.
დღემდე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან, ოსი სეპარატისტები დავით გურწიევი და ალან ტაბოევი, რომლებმაც 2018 წლის 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილი ცემით მოკლეს. ამ პერიოდში, გურწიევი, "დააწინაურეს", იგი ოკუპირებული ახალგორის ე.წ "პროკურორი" გახდა. გურწიევი ასევე ფიგურირებს, 2014 წელს უსასტიკესად მოკლული ახალგორელი დავით ბაშარულის საქმეშიც.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს 29 წლის ირაკლი კვარაცხელია. ირაკლი 2019 წლის მარტში, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში დააკავეს, სცემეს, ნაბაკევის უკანონო სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ თითქოს, კვარაცხელიამ თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხჩო.
2022 წლის თებერვალში, თბილისში კლინიკაში, გონზე მოუსვლელად დაიღუპა, 53 წლის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ოსი გენადი ბესტაევი. იგი რუსმა ოკუპანტებმა, მშობლიურ სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში ცემის და სასტიკი მოპყრობის შემდეგ, 2021 წლის 16 ნოემბერს, ბესტაევი თბილისში უგონო მდგომარეობაში დააბრუნეს.
მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად მუშაობს და აგრძელებს თავის ძალისხმევას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფადთეა ახვლედიანი, შერიგების სახელმწიფო მინისტრი
ხელისუფლებამ არც 2019-2022 წლებში, კვარაცხელია-ბესტაევის და არც 2023 წელს, გინტური-კირბაიას მკვლელობის შემდეგაც არ განაახლა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
მთავრობა, რომელიც ყოველდღე იმეორებს, რომ მშვიდობა მისი მთავარი მონაპოვარია, პარალელურად, ირწმუნება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გასაძლიერებლად ძალისხმევას არ იშურებს.
„საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად მუშაობს და აგრძელებს თავის ძალისხმევას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“ - ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
მისი თქმით, „მუშაობა მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევაში პასუხისმგებელ პირებისთვის შემზღუდავი ზომების დაწესების, ასევე ცალკეული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი გზავნილი - ეს არის ხაზგასმა, დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით“.
Your browser doesn’t support HTML5
2018 წლიდან, მას შემდეგ რაც მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა და გამოაქვეყნა, საქართველოს სპეცსამსახურებმა, ამ სიიდან ერთი დამნაშავის დაკავება და გადმოცემაც ვერ მოახერხეს. ამ ხნის მანძილზე, სიაში შეყვანილ პირთა ნაწილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
2022 წლის შემოდგომაზე, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე", სასამართლომ დაუსწრებლად, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ „გაგრის დაჯგუფების“ ბოევიკებს, სიაში შეყვანილ სამ პირს, 1999-2004 წლებში ჩადენილი დანაშაულის გამო.