უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის საჰაერო იერიშს რუსი მსახიობი ემსხვერპლა. ამის შესახებ მისი თეატრი იუწყება, თუმცა ჟურნალისტებს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ აქვთ.
თეატრის ცნობით, 40 წლის მსახიობი პოლინა მენშიხი, დონბასში რუსი სამხედროებისთვივს გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდა, სადაც ის უკრაინულ თავდასხმას 19 ნოემბერს ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ: უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვმა 59-ს მიაღწიარუსეთის სახელლმლწიფო ტელევიზიამ გაავრცელა სამხედრო გამომძიებლის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ დონეცკის რეგიონში, ქალაქ კუმაჩოვოში სკოლა და კულტურული ცენტრი "ჰაიმარსების" თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს ქალაქი ფრონტის ხაზიდან 60 კმ-ითაა დაშორებული. გამომძიებელი, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა ამბობს, რომ დაიღუპა კიდევ ერთი სამოქალაქო პირი. თუმცა, მას სამხედრო მსხვერპლზე არ უსაუბრია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი კომენტარზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინელი სამხედრო მეთაურები ამბობენ, რომ მათმა ძალებმა იერიში მიიტანა სამხედრო დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელშიც რუსეთის 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა მონაწილეობდა. რობერტ ბროვდი, უკრაინის ჯარის ერთ-ერთი მეთაური ამბობს, რომ იერიშისას 25 სამხედრო მოკლეს, 100-ზე მეტი კი - დაშავდა.
"ტელეგრამის" პრორუსულ არხებზე გავვრცელდა ვიდეოები, სადაც ჯარისკაცები სცენაზე გიტარით გამოსული მენშიხის სიმღერას უსმენენ მაშინ, როცა რუსული ჯარი თავის სარაკეტო და საარტილერიო წარმატებას აღნიშნავს. სიმღერის შუა ნაწილში შენობაში აფეთქება ხდება, ფანჯრები იმსხვრევვა და სინათლე ქრება. თუმცა ვიდეოს ნამდვილობა არაა დადასტურებული.
მეთაური ბროოვდი ამბობს, რომ თავდასხმა "128-ე ბრიგადისთვის უკრაინის შურისძიება" იყო. ეს გასულ თვეში მომხდარი თავვდასხმა იყო, როცა 128-ე მოიერიშე ბრიგადის 19 წევრი, რუსულ თავდასხმას სწორედ დაჯილდოებისას ემსხვერპლა. კუმაჩოვოში მომხდარ თავდასხმაზე კომენტარის გაკეთებისას, ზოგიერთი პრორუსი ბლოგერი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის თაობაზე, რომ უკრაინელთა თავდასხმის რადიუსში, ამდენი რუსი ჯარისკაცის შეგროვვება დაუშვეს.