ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკივის რეგიონში სახანძროს 8 თანამშრომელი დაშავდა


ქ. დონეცკი, რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ნაწილი. 24 ოქტომბერი, 2023 წ.
ქ. დონეცკი, რუსეთის მიერ კონტროლირებული უკრაინის ნაწილი. 24 ოქტომბერი, 2023 წ.

მოსკოვმა უკრაინის ქალაქი იზიუმი დაბომბა. რუსეთის ძალების მიერ ხარკივის რეგიონში, სახანძროს შენობაზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე 8 თანამშრომელი დაშავდა, შენობა კი დაზიანდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებულია სამაშველო სახანძრო ტექნიკის 13 ერთეულიც. დაშავებულთაგან ოთხი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალურ ქსელებში რამდენიმე ფოტო გაავრცელა, სადაც დამტვრეული სახანძრო მანქანები ჩანს. რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმა დაახლოებით შუაღამისას მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა ტიპის რაკეტები იყო გამოყენებული.

რუსეთის ჯარმა განაგრძო ირანული "შაჰიდის" დრონებით თავდასხმებიც. განსაკუთრებით კი - მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონებში. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის ცობით, თავდაცვის ძალრბმა ექვსიდან ხუთი დრონის ჩამოგდება შეძლეს. თუმცა ერთ-ერთი "ინფრასტრუქტურულ ობიექტს" შეეჯახა და იქ ხანძარი გამოიწვია.

ამავე დროს, მოსკოვი აცხხადებს, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს უკრაინული დრონის თავდასხმა აღკვეთეს, თუმცა ვრცელდება ცნობები ატომური ნარჩენების საწყობში აფეთქების შესახებაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ აფეთქებას მსხვერპლი ან ზიანი არ მოჰყოლია და რადიაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. თუმცა, ოფიციალური პირების ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ჟურნალისტებს არ შეუძლიათ.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 70-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოფიციალური საინფორმაციო ბიულეტენის თანახმად, უკრაინელი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის შემოტევას ბახმუტის, ბოჰდანივკისა და ხრომოვოს მიდამოებში.

XS
SM
MD
LG