ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიას უკრაინისთვის გადაცემული "პატრიოტების" სანაცვლოდ, ახალი სისტემების შესყიდვა უჭიანურდება


კიევისთვის გადაცემული "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების შესყიდვა გერმანიაში ჭიანურდება. ერთ-ერთი კანონმდებლის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილი წერილის საპასუხოდ, სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი სისტემების შესყიდვას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

მოლაპარაკებები ამერიკულ მწარმოებელთან რამდენიმე სისტემის შესაძენად მიმდინარეობს. გერმანიისთვის ამ სისტემების მიწოდება სავარაუდოდ 2025 წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 მილიონი ევროს ღირებულების სისტემებისთვის თანხის გამოყოფის ბრძანება პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა დასამტკიცებლად. გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი შესყიდვა, რომლის ღირებულებაც 25 მილიონ ევროზე მეტია, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოქტომბრის დასაწყისში თქვა, რომ გერმანია ზამთრის თვეებში უკრაინისთვის დამატებით "პატრიოტის" სისტემის მიწოდებაზე მუშაობდა. გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიას სურს, დაეხმაროს ქვეყანას ზამთარში რუსეთის თავდასხმების დროს, ინფრასტრუქტურის დაცვაში.

უკრაინას გერმანიის მხრიდან, უკვე გადაეცა "პატრიოტის" სისტემა და "პატიოტის" ორი გამშვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG