ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავ ზღვაზე ახალი დერეფნის საშუალებით უკრაინამ 4 მლნ ტონა მარცვლეული ექსპორტზე გაიტანა


კიევის მტკიცებით, უკრაინამ აგვისტოდან-ოქტომბრის ჩათვლით ექსპორტზე 4 მილიონი ტონა მარცვლეული ექსპორტზე გაიტანა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარცვლეულის ექსპორტზე გატანა, შავ ზღვაში ახალი დერეფნის საშუალებით მოხერხდა.

ახალი მარშრუტით, უკრაინული მარცვლეული, რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით თურქეთში გადის, საიდანაც ტვირთი სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება.

„მარცვლეულის დერაფანი მუშაობს და ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას“,- წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამში“.

ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი მარშრუტი 91-მა გემმა გაიარა და პროცესი გრძელდება. კიევი აქვე განმარტავს, რომ მარცვლეულთან ერთად, უკრაინიდან ექსპორტზე ლითონის პროდუქციაც გაიტანეს.

ახალი დერეფანის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ივლისში გაეროსა და თურქეთის ჩართულობით არსებული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, ხოლო უკრაინულ პორტებსა და მარცვლეულის საცავებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

მოსკოვმა მაშინ შეთანხმების დატოვების მიზეზად ქერჩის ხიდზე მომხდარი თავდასხმა დაასახელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხიდზე იერიშები უკრაინამ საზღვაო დრონების დახმარებით განახორციელა. ქერჩის ხიდი რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG