ისრაელმა ღაზაში ახალი სახმელეთო კამპანია და ომის მეორე ფაზა დაანონსა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოსახლეობას თელ- ავივიდან პირობა მისცა, რომ ძალებს არ დაიშურებს “ჰამასის” გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად. მან გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ წინ გრძელი და რთული საომარი კამპანიაა.
მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზის სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო.
”ჰამასის” კონტროლირებული ღაზიდან ჯანდაცვის წარმომადგენლები 7650 დაღუპულის შესახებ იტყობინებიან ისრაელის მიერ ღაზაზე სამი კვირის განმავლობაში მიტანილი იერიშების მერე.
ისრაელი ღაზაში მას შემდეგ იბრძვის, რაც 7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელის ქალაქებში უდანაშაულო 1400 ადამიანი მოკლა.