მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები გააფართოვა და ფაქტიურად ამით მიანიშნა, რომ დიდი ხნის წინ გამოცხადებული სახმელეთო იერიში დაიწყო, ღაზის სექტორი შაბათ დილის მერე გარე სამყაროს მოწყვეტილია.
ისრაელმა შაბათს დილით გამოაცხადა, რომ პარასკევს ღამით ღაზაში გადასროლილი ჯარები რჩება პოზიციებზე. აქამდე, სამი კვირის განმავლობაში ისრაელი მოკლევადიან საჰაერო იერიშებს ახორციელებდა ღაზაში "ჰამასის" მეამბოხეების გასანეიტრალებლად.
ისრაელის თქმით, საჰაერო იერიში პასუხია 7 ოქტომბერს, მისი თქმით, "ჰამასის" მიერ მოკლული 1400 ისრაელელის სიკვდილზე. დაღუპულთაგან უმრავლესობა სამოქალაქო პირია.
ამ ფონზე, ღაზაში სრულად გათიშულია კომუნიკაციები. ინტერნეტი და ტელეფონები შაბათ დილამდე 12 საათი იყო მწყობრიდან გამოსული. ისრაელის სამხედრო ადმირალი დანიელ ჰაგარი იტყობინება, რომ ისრაელი სურსათით, წყლითა და მედიკამენტებით დატვირთულ სატვირთო მანქანებს ღაზაში შესვლის უფლებას მისცემს შაბათს და ამით მიანიშნა, რომ საჰაერო დარტყმები შესაძლოა შეწდეს, სულ ცოტა ეგვიპტესთან ღაზის საზღვრის რაიონში.