ისრაელი ამბობს, რომ ხუთშაბათს, გვიან ღამით მათ კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ღაზაში, სადაც ისინი დაჯგუფება "ჰამასს" უკვე 3 კვირაა ებრძვიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი რეიდი ხანმოკლე იყო. ისრაელის მხარის განცხადებით, მათი ტანკები და ქვეითი ჯარი დაუპირისპირდა ჰამასის მებრძოლებს და რომ ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნებამდე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე მიიტანეს იერიში.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მცირე სახმელეთო სამხედრო ოპერაციებით, ისრაელი სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება.
სახმელეთო ოპერაციების პარალელურად, ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვას. მოსახლეობას უთავდება საკვები, სასმელი, სამედიცინო და სხვა ტიპის მარაგი. პარალელურად კი ამერიკამ სირიაში ორი ლოკაციის დაბომბვა დაიწყო. ამერიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე სამიზნე ირანის რევოლუციურ ძალებს უკავშირდება.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები პასუხია ერაყსა და სირიაში ამერიკის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციის ჯგუფების მიერ, რომელიც დაიწყო 17 ოქტომბერს“, - თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა თქვეს რომ ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ "ჰამასმა" ვეღარასდროს მოახერხოს ისრაელზე თავდასხმა. 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ისრაელის 1,400 მოქალაქე მოკლულია, ხოლო 200-ზე მეტი გატაცებული.
ღაზაზე განხორციელებული, საპასუხო, სამკვირიანი დაბომბვების შედეგად, ღაზის სექტორში მოკლულია 7,000 ადამიანი. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ, ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
”ჰამასს" ამერიკის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.