„ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა“, - ასე პასუხობს დევიდ კრამერი, „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი "არ აუღია".
"ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ ბოლო 1 კვირაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ. ეს აჩვენებს რომ უპირატესობა ამ ეტაპზე, აქვს რუსულ მხარეს.
ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: "ქართული ოცნების" გზავნილები უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთანარავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას.
საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%".
ვაშინგტონში კობახიძის ამ ნათქვამმა გაურკვევლობა გამოიწვია. ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ „უცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს. რა არის ამის მიზანი?“
კობახიძის თქმით, იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში". მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ამის უკან ვიღაცისთვის რაღაც ობიექტური ინტერესი შეიძლება არსებობდეს".
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის აქვს ეს ინტერესი, კობახიძემ არ დააკონკრეტა ქვეყნები და თქვა, რომ "დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ვიცით ჩვენ, ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე არ დავარქმევთ სახელს. გლობალური ომის პარტიას ვამბობთ, რათა არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოს".
ასევე ნახეთ: ჰოჯესი:თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოსეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს
მართალია, კობახიძეს არ განუმარტავს ვის, ან რას გულისხმობდა „გლობალური ომის პარტიაში“, თუმცა ამ განცხადებაზე პასუხად, ამერიკის დედაქალაქში აბობენ, რომ „ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულებები ჩაიდინეს უკრაინაში. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რუსეთის აგრესია რას ნიშნავს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და მიმდინარე ოკუპაციის, საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, ნაბიჯ-ნაბიჯ არალეგალური ანექსიის გათვალისწინებით“. „გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევრის ჯონათან კაცის ამ განცხადებას ეთანხმება დენიელ ფრიდიც.
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატი დენ ფრიდი ირაკლი კობახიძის განცხადებას „დაუსაბუთებელს“ უწოდებს.
„ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ. მას პუტინი მართავს. მან დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ფრიდი.
ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უპასუხა და თქვა, რომ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გზავნილები ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია. პრეზიდენტის თქმით, "ჩვენი დეფეტიზმი [დამარცხების მიღება ბრძოლის გარეშე] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან".
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: დასავლეთი დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არისუცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ უწოდეს ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ აბსურდული. ნარატივი, რომელსაც ვაშინგტონში „რუსულს“ უწოდებენ, საქართველოში გარკვეული დროის განმავლობაში შესუსტდა, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში", ვაშინგტონში ეს განხილვები განაახლა.
ამერიკელი მკვლევრები და ყოფილი დიპლომატები, ვინც საქართველოს და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობენ და სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს, საქართველოს საკითხებზე მაღალ თანამდებობზე მუშაობდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის სურს, განსაკურებით კი ამერიკას.
„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, - ამბობს დევიდ კრამერი.
ასევე ნახეთ: ელიტური კორუფცია და დაუსჯელობა - საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩებადენიელ ფრიდი კი განმარტავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება: „არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“.
ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულებები ჩაიდინეს უკრაინაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრემლიდან საქართველოს მთავრობისადმი შერბილებული განცხადებები ისმის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთისზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მალევე სერგეი გავრილოვმა, თქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის სრული დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს.
კრემლში დაიწყო საუბარი მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებაც, რასაც მმართველი პარტიის წევრებს შორის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით და რუსეთის რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის, მტკიცებით კი, ფრენების აღდგენის შესახებ საუბარი საქართველომ დაიწყო.