საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია იმ ლიდერთა შორის, რომლებმაც „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტს, ტელეხიდის საშუალებით მიმართეს.
სამიტს წელს 60 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის 40 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, სამიტი ონლაინ ფორმატში იმართება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლიდერთა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი კიევში მაინც ჩავიდა. მათ შორის, კიევში იმყოფება პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა.
ასევე ნახეთ: კიევზე რუსეთის შესაძლო იერიშის გამო ამერიკა მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს„ვიცი, რომ ყირიმი უკრაინასთან ერთადაა და ჩვენს დაბრუნებას ელის. მინდა იცოდეთ: ჩვენ დავბრუნდებით!“ - ამ სიტყვებით მიმართა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლებსა და სამიტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ.
„ყირიმი იყო და არის უკრაინა და დეოკუპაციის შემდეგ მთელ ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირის წევრი გახდება, ამაში დარწმუნებული ვარ. უკრაინის მოქალაქის პასპორტი ევროკავშირის პასპორტიც იქნება. ეს ყირიმში მცხოვრები ჩვენი ხალხისთვის კოლოსალური შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოც მალე შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"ასეთ რთულ დროს უკრაინელი ხალხი ევროპული მისწრაფების გზაზე ერთიანია. მე მინდა მივულოცო უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება და გამოვხატო რწმენა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს ორ პარტნიორს - უკრაინასა და მოლდოვას ამ საერთო გზაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს ანარქიული ომი მალე დასრულდება და რომ უკრაინა ისტორიის სწორ მხარეს დგას, 21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: უკრაინამ რუსეთთან ომში 9 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ბრძოლა უკვე წარმატებულია, რადგან მას საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო, ძლიერი და ერთიანი პასუხი მოჰყვა. ზურაბიშვლმა ვიდეოკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი რეაგირება არ ყოფილა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს და არც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინისთვის გაწეული და მიმდინარე დახმარების შესახებ, დეტალურად ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე ნახეთ: რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა„უკრაინა საშინელი ომის მეექვსე თვეს ითვლის, მაგრამ თქვენ ასევე აჩვენეთ თქვენი წარმოუდგენელი უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოთ სასტიკ აგრესიას - საპასუხო დარტყმა, ტერიტორიის დაბრუნება და ფაქტი, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა უწევს. ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენს უფლებას, დაიცვათ თავი და აირჩიოთ საკუთარი გზა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე რუსულ ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
Your browser doesn’t support HTML5