ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ შემდეგ ათწლეულში კლიმატის საკითხებზე 500 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს


არასამთავრობო ორგანიზაცია RMI-ს დასკვნით, შეერთებული შტატების მთვრობა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის ტექნოლოგიაზე და სუფთა ენერგიაზე 500 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს.

გათვლა ეფუძნება ამ თვეში მიღებულ ინფლაციის შესამცირებელ და CHIPS (სასარგებლო სტიმულების შექმნა, რათა ამერიკისთვის ნახევარგამტარების წარმოება მოხდეს) კანონებს და გასულ წელს მიღებულ, ინფრასტრუქტურაში ინვესტირების და სამუშაო ადგილების კანონს. ეს კანონები ერთობლივად დააფინანსებს კლიმატთან დაკავშირებულ კვლევას, საპილოტო კვლევებს და მხარს დაუჭერს წარმოებას.

დაახლოებით 514 მილიარდი დოლარიდან, 362 მილიარდი ინფლაციის შემცირების კანონზე (IRA) მოდის, 98 მილიარდი - ინფრასტრუქტურის კანონზე და 54 მილიარდი - ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულ CHIPS კანონზე. თუმცა, კონგრესმა უნდა მიიღოს დამატებითი კანონები, რომელიც ზოგიერთი ფონდის გაცემას სჭირდება. ანალიზი დამატებით სასოფლო-სამეურნეო და მიწებთან დაკავშირებულ კლიმატურ ხარჯებს არ ითვალისწინებს.

CHIPS კანონი დააფინანსებს კლიმატთან დაკავშირებულ ძალისხმევას მასალების მეცნიერებაში, როგორიცაა ბატარეების ახალი ქიმიის შემუშავება და უფრო ეფექტური მზის პანელები.

შემდეგ ხუთ წელიწადში, კლიმატზე და სუფთა ენერგიაზე ფედერალური ხარჯები, 1990-იანების და 2000-იანების დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 15-ჯერ მეტი იქნება.

აშშ-ის მთავრობის შეფასება აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგია წარმოების უფრო დიდი ნაწილი ხდება, მაგრამ კვლევის ავტორებმა თქვეს, რომ კლიმატის საკითხზე მოქმედებას დაჩქარება სჭირდება.

XS
SM
MD
LG