ბირთვული კატასტროფის საფრთხის ფონზე, მოსკოვი და კიევი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან მომხდარი აფეთქებების შესახებ კვლავ ურთიერთბრალდებებს გამოთქვამს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას აცხადებს, რომ სრულიად წარმოადუგენელია კიევმა ატომურ ელექტროსადგურს რაიმე საფრთხე შეუქმნას. მისი თქმით, რისკები აშკარაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორია რუსულმა შენაერთებმა დატოვოს.
ასევე ნახეთ: უკრაინული ძალები ხერსონში წარმატებას აღწევენ, დონეცკი კვლავ იბომბება„წარმოუდგენელია ჩვენ ეს გავაკეთოთ, რადგან დღეს ჩვენ სრულად გვესმის კაცობრიობისთვის ბირთვული საფრთხის სრული მასშტაბი. 1986 წელს, ჩვენ გამოვიარეთ ჩერნობილის ტრაგედია. უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან რამდენი ადამიანი დაიღუპა კატასტროფის შედეგად და ასევე მოგვიანებით, რადიაციით. ამიტომ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ამ საკითხში ჩაერთნონ, არა მხოლოდ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენები, ევროპაში კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფის მიზეზი არ გახდეს. ეს ატომური ელქტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია და რისკები აშკარაა. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იქ რუსული შენაერთები არ უნდა იყოს კონცენტრირებული. ის, რაც ახლა ხდება, უბრალოდ პროვოკაცია, ერთგვარი თამაშია მსოფლიო საზოგადოების „ბირთვული ნერვების“ შესამოწმებლად“ - აცხადებს რეზნიკოვი.
24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებს. თუმცა, სადგურის მართვას უკრაინელი სპეციალისტების გუნდი განაგრძობს.
ასევე ნახეთ: პუტინი უგულვებლყოფს უკრაინაში წარუმატებლობას და ამბობს, რომ ამაყობს რუსული იარაღის ძლევამოსილებითატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სადგურზე საერთაშორისო ექსპერტების დაშვების აუცილებლობასა და შესაძლო კატასტროფის შესახებ საუბრობს. ექსპერტები შიშობენ, რომ ქარხნის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებებმა, შესაძლოა მის მიერ მოხმარებული საწვავის ავზები, ან რეაქტორები დააზიანოს. გასულ კვირას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონა შექიმნას.
ატომურ ელექტროსადგურს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ელექტროსადგური, რუსეთის მიერ ანქესირებული ყირიმიდან 200 კილომტერში მდებარეობს.
საომარი მოქმედებები ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ
ასევე ნახეთ: რუსულმა ჯარმა უკრაინის სამხრეთით დაბომბვები გააქტიურა, ზაპორიჟიის ატომური სადგური საფრთხეშიაზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე პირველი დარტყმა მარტში განხორციელდა. თუმცა, ამას რადიაციის გაჟონვა არ გამოუწვევია. დარტყმაზე ორივე მხარემ პასუხისმგებლობა ერთმანეთს დააკისრა.
ასევე ნახეთ: რუსული „ტერორი“ უკრაინაშიივლისში რუსეთმა განაცხადა, რომ კიევმა, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განმეორებითი თავდასხმა დროენბითა და რაკეთებით განახორციელა.
5 აგვისტოს, ატომური ელექტროსადგური ორჯერ დაიბომბა. შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. დარტყმა რეაქტორის მახლობლად განხორციელდა.
რუსეთმა განაცხადა, რომ მდინარე დნეპროს მოპირდაპირე მხრიდან, უკრაინის 45-ე საარტილერიო ბრიგადამ ქარხნის ტერიტორიაზე დარტყმა 152 მილიმეტრიანი ჭურვებით განახორციელა. უკრაინის სახელმწიფო ატომური ენერგოკომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ რუსეთმა ქარხანას ყუმბარმტყორცნით დაარტყა.
6 აგვისტოს, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიბომბა, სავარაუდოდ, ორჯერ. დაზიანდა მშრალი ბირთვული საწვავის საწყობის გვერდით მდებარე ტერიტორია.
"ენერგოატომმა" განაცხადა, რომ რუსეთმა ქარხანას რაკეტები ესროლა. თავის მხრივ, რუსული ძალები აცხადებს, რომ დარტყმა უკრაინამ, 220 მილიმეტრიანი ურაგანის ტიპის რაკეტით განახორციელა.
ასევე ნახეთ: ზელენსკი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, შეამცირონ სამხედრო ტაქტიკაზე საუბარი7 აგვისტოს, სადგურის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაბომბეს. რუსეთის განცხადებით, დარტყმა უკრაინის 44-ე საარტილერიო ბრიგადამ განახორციელა, რამაც მაღალი ძაბვის ხაზი დააზიანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მეხუთე და მეექვსე რეაქტორებზე სიმძლავრე 500 მეგავატამდე შემცირდა. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი ელექტროსადგურს ფარად იყენებს.
11 აგვისტოს, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაიბომბა. უკრაინული „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთი დარტყმა განხორციელდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ იყო მხოლოდ ორი დარტყმა.
15 აგვისტოს, ორივე მხარემ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერტიტორიაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ და ერთმანეთის მიმართ კვლავ ბრალდებები გამოთქვეს.
ასევე ნახეთ: ირანი რუსებს დრონების მართვაში წვრთნისრა ვიცით ზაპორიჟიის ატომური ექლექტროსადგურის შესახებ
- ზაპორიჟიის ელქტროსადგური უკრაინის ოთხი ატომური ელექტროსადგურიდან ყველაზე დიდია. ოთხივე მათგანი, ერთად, ელექტროენერგიით ქვეყნის დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფს.
- ამასთანავე, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია და მსოფლიოს 10 უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთა რიცხვში შედის. სადგურის მშენებლობა 1980 წელს დაიწყო და მისი მეექვსე რეაქტორი ქსელს 1995 წელს შეუერთდა.
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განმარტავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, უახლოეს ისტორიაში პირველად წარმოქმნა ომი ქვეყანაში, რომელსაც ამდენად დიდი და ჩამოყალიბებული ბირთვული პროგრამა აქვს.
რა არის მთავარი რისკები რეაქტორებისთვის?
ასევე ნახეთ: ჩერნობილის "დაკარგული ფირები"რეაქტორებისთვის ყველაზე დიდ რისკს წყლის მიწოდების შეფერხება ქმნის. წნევის ქვეშ მყოფი წყალი რეაქტორიდან სითბოს გასატანად გამოიყენება, რათა ურან 235-მა ჯაჭვური რეაქცია გააგრძელოს.
თუ წყლის მიწოდება შეჩერდა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა დიზელის გენერატორებზე მომუშავე სათადარიგო სისტემები, რეაქტორის გაგრილება ვერ მოხერხდება.
რაქტორიში ტემპერატურის მომატების გამო წყალბადმა შესაძლოა ცირკონუმის საფარიდან გაჟონოს, რასაც რეაქტორის დნობა მოჰყვება. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ შენობები, რომლებშიც რეაქტორებია განთავსებული, შექმნილია იმისთვის, რომ რადიაციის გაჟონვა აღკვეთოს და დიდ ფიზიკურ ზემოქმედებასაც გაუძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეაქტორებიდან დიდი გაჟონვის რისკი ჯერ კიდევ შეზღუდულია.
საერთაშორისო რეაქცია
გასულ კვირაში, შეერთებული შტატების წარმომადგენლმა გაეროში მხარი დაუჭირა ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოწოდებას იმის შესახებ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. ამასთან, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს.
გაეროს სპიკერი დუჟარიკი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის შეთანხმების შემთხვევაში, გაეროს შეუძლია ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნოს.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის თქმით, რუსეთი ბირთვულ სადგურს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს