რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში, რუსი მშვიდობისყოფელების მიერ კონტროლირებულ ზონაში შევიდნენ. რუსეთის თავდაცვის უწყება ცახადებს, რომ ეს არღვევს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას.
„რეგიონში დაძაბულობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს, თავდაცვის უწყება კი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა თავდასხმისთვის თურქეთის მიერ ნაწარმოები დრონები გამოიყენა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვის განცხადებებს „ცალმხრივს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს განცხადებები „სიმართლეს არ შეესაბამება“.
ასევე ნახეთ: სომხეთი გაეროს ნეიტრალიტეტის აღდგენისკენ მოუწოდებს26 მარტს, დილით, „სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებზე დივერსიის განხორციელება სცადეს. დაუყოვნებლივ მიღებული ზომების შედეგად, უკანონო შეიარაღებული სომხური დაჯგუფებები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
სამინისტრო რუსეთს სთხოვს, "სრულად გაიყვანოს დარჩენილი სომხური ჯარები და უკანონო შეიარაღებული ნაწილები აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან".
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბოლოდროინდელი ესკალაცია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხლა.
ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ორმა ლიდერმა, „მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში, აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე“ ისაუბრეს.
26 მარტს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინმა და ფაშინიანმა ორი სატელეფონო საუბარი გამართეს, 24 და 25 მარტს.
ასევე ნახეთ: თურქეთი და სომხეთი ურთიერთობის ნორმალიზების პირობას დებენ„პრემიერმა ფაშინიანმა წამოაყენა რუსი სამშვიდობოების ქმედებების გამოძიების აუცილებლობა მოცემულ სიტუაციაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსმა სამშვიდობოებმა მოითხოვონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაპირველ პოზიციებზე გაყვანა“, - ნათქვამია სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2020 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომს 6 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.