ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის "ოსკარებზე" თუ არ მიიწვევენ, შონ პენი თავის ჯილდოს გაანადგურებს


მსახიობი შონ პენი "ოსკარით" ხელში, რომელიც მას 2009 წელს გადაეცა
მსახიობი შონ პენი "ოსკარით" ხელში, რომელიც მას 2009 წელს გადაეცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი შონ პენი ამბობს, რომ თავის "ოსკარის" ჯილდოს გაანადგურებს, თუ კინოაკადემიის 94-ე საზეიმო ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალურად არ ჩართავენ. "ოსკარების" გადაცემის ყოველწლიური ცერემონია დღეს იმართება და ის მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

განცხადება შონ პენმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტ ჯიმ აკოსტასთან შაბათს გააკეთა. მსახიობი ომის დაწყებისთანავე უკრაინაში ჩავიდა. ინტერვიუს დროს კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის CORE საშუალებით, შონ პენი უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინის ლიდერს, ამერიკულმა კინოაკადემიამ ტრიბუნა უნდა დაუთმოს და მას მრავალათასიანი ეთერის საშუალება მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ეს გადაწყვეტილება ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტი იქნება" - ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავის "ოსკარს" საჯაროდ გადაადნობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG