ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯოკერი" ოსკარის 2020 წლის ნომინანტების ლიდერია


ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარების" 2020 წლის პრიზებზე წარდგენილ ნომინანტთა სია ცნობილია. წლევანდელი ნომინაციების უმეტესობაში „ჯოკერი“ ლიდერობს. წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, მასთან ერთად იბრძოლებენ:

  • „1917“
  • „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“
  • „ირლანდიელი“
  • „ბოცვერი ჯოჯო“
  • „პატარა ქალი“
  • „ქორწინების ისტორია“
  • „ერთხელ ჰოლივუდში“
  • „პარაზიტი“

"პარაზიტი" საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი.

„ჯოკერი“ 11 კატეგორიაშია ნომინირებული. მათ შორის, ფილმის წამყვანი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლზეა დასახელებული, ხოლო ტოდ ფილიპსი საუკეთესო რეჟისორის პრიზისთვის იბრძოლებს.

საუკეთესო ქალი მსახიობის როლზე წარდგენილნი არიან:

  • სინტია ერივო ("ჰარიეტი")
  • სკარლეტ იოჰანსონი ("ქორწინების ისტორია")
  • საორსე რონანი ("პატარა ქალი")
  • შარლიზ თერონი ("სკანდალი")
  • რენე ზელვეგერი ("ჯუდი")

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლისთვის იბრძოლებენ:

  • ანტონიო ბანდერასი ("ტკივილი და დიდება")
  • ლეონარდო დიკაპრიო ("ერთხელ ჰოლივუდში")
  • ადამ დრაივერი ("ქორწინების ისტორია")
  • ხოაკინ ფენიქსი ("ჯოკერი")
  • ჯონათან პრაისი ("ორი პაპი")

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში კი შემდეგი ფილმები მოხვდნენ:

  • „ქრისტეს სხეული“ - პოლონეთი
  • „თაფლის მიწა“ - ჩრდილოეთ მაკედონია
  • „განკიცხულნი“ - საფრანგეთი
  • „ტკივილი და დიდება“ - ესპანეთი
  • „პარაზიტი“ - სამხრეთ კორეა

წელს, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ისეთი მსახიობები იბრძოლებენ, როგორიცაა ბრეტ პიტი ("ერთხელ ჰოლივუდში"), ალ პაჩინო („ირლანდიელი“), ენტონი ჰოპკინსი ("ორი პაპი"), ტომ ჰენკსი („ლამაზი დღე სამეზობლოში”) და ჯო პეში („ირლანდიელი“).

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ამერიკის კინოაკადემიამ შემდეგი მსახიობები დაასახელა:

  • ქეით ბეიტსი ("რიჩარდ ჯეველი")
  • ლაურა დერნი ("ქორწინების ისტორია")
  • სკარლეტ იოჰანსონი ("ბოცვერი ჯოჯო")
  • ფლორენს პიუ ("პატარა ქალი")
  • მარგო რობი ("სკანდალი")

აკადემიამ ნომინანტები 24 კატეგორიაში წარადგინა. "ოსკარების" 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. ეს უკვე მეორე წელი იქნება, როცა "ოსკარების" გადაცემის საზეიმო ცერემონია ტრადიციული წამყვანის გარეშე ჩაივლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG