ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების შესახებ, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. მას შემდეგ, უკრაინის რამდენიმე ქალაქში, აფეთქების ხმა ისმის, მათ შორის დედაქალაქ კიევში.
ძირითადი მოვლენები
- რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ, ოფიციალური პირები და მედია აცხადებს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში, დონბასში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
- პუტინი ამბობს, რომ მისი მიზანი უკრაინის დემილიტარიზება და „დენაციფიკაციაა“.
- უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას ბელარუსიდან, ასევე ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი საჰაერო თავდასხმების სამიზნე ქალაქები არ იყო.
- უკრაინის დედაქალაქ კიევთან სროლის ხმა ისმოდა. უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი დაბომბვებს დასავლეთ უკრაინამდე, ლვოვამდე ახორციელებდა.
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ყველა შესაძლო სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პუტინს უკრაინის სახელმწიფოს განადგურება სურს.
- აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, რუსეთს „მკაცრ სანქციებს“ დაუწესებს.
- ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა დაგმეს და უკრაინიდან პოტენციური ასობით ათასი დევნილის მისაღებად მზადება დაიწყეს.
დღის განცხადებები
- „გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია.. იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც დაექვემდებარნენ ჩაგვრას და გენოციდს... ამისთვის კი ჩვენ ვიბრძოლებთ, უკრაინის დემილიტარიზაციიისა და „დენაციფიკაციისთვის“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
- „ახლახან, პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშაა“ - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“.
- „პრეზიდენტმა პუტინმა წინასწარ განზრახული ომი აირჩია, რომელიც სიცოხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ასევე პარტნიორები მას ერთიანი და გადამწყვეტი გზით უპასუხებენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს" - ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაში.
დაგეგმილი ღონისძიებები
- აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხუთშაბათს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებს შეხვდება. დიდი შვიდეული, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო „მაკცრი ზომების“ შესახებ იმსჯელებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრას „განზრახული ომი“ უწოდა.
- ხუთშაბათსვე დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე, ევროკავშირის ლიდერები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომ პაკეტს განიხილავენ. ამის შესახებ, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
- დღესვე დაგეგმილია ნატოს ელჩების საგანგებო შეხვედრა.
- ასევე, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს.