ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინის საჰაერო სივრცეს კონფლიქტის ზონად აცხადებს


ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ უკრაინასთან დაკავშირებით "კონფლიქტის ზონის საინფორმაციო ბიულეტენი" გამოაქვეყნა. სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის უსაფრთხო არ არის.

"საჰაერო ოპერატორებს შევახსენებთ, რომ ეს ახლა კონფლიქტის აქტიური ზონაა", - ამბობს სააგენტო გამოქვეყნებულ ბიულეტენში და განმარტავს, რომ ცნობები მოვლენათა განვითარების შესაბამისად შეიცვლება.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამოქალაქო თვითმფრინავების დიდმა ნაწილმა ქვეყანა რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გამო დატოვა. მალევე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ისმის აფეთქებების ხმა, მათ შორის კიევში და ოდესაში.

უკრაინამ ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ის სამოქალაქო ავიასივრცეს დროებით ხურავდა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG