ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაზე "ბარბაროსული" თავდასხმის გამო ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს


ხუთშაბათს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მკაცრ სანქციებს განიხილავენ. ეს უკრაინაზე "ბარბაროსულ თავდასხმაზე" რეაგირება იქნება, - განაცხადეს 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

"პრეზიდენტი პუტინი პასუხისმგებელია ევროპაში ომის დაბრუნებაზე “, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი პუტინს საფასურს გადაახდევინებს.

„ამ პაკეტით ჩვენ მიზანში ამოვირებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს, დავბლოკავთ მათ წვდომას ძირითად ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა განცხადებაში. ევროკომისიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ახალი სანქციებით, ევროპა შეძლებს დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობები.

"გარდა ამისა, რუსულ აქტივებს ევროკავშირში გავყინავთ და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზარზე",- აცხადებენ ევროკომისიაში.

ევროკავშირმა სანქციების პირველი რაუნდი, ოთხშაბათს დაამტკიცა. მათ შორის იყო რუსი პოლიტიკოსების შავ სიაში შეყვანა და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის ვაჭრობის შეზღუდვა, რომელთა დამოუკიდებლობაც პუტინმა აღიარა.

XS
SM
MD
LG