ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: შეგიძლიათ გქონდეთ უკრაინის იმედი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც შეგვეძლება თქვენი იმედი გვქონდეს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შეხვედრებს გამართავს ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. ასევე, მოსალოდნელია თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა.

ზელენსკიმ ვიზიტი ამერიკის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო. მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოყენებას ცდილობს დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი მიზნების მისაღწევად. დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი მან თავისუფლებასა და დიქტატურას შორის ომად დაახასიათა და თქვა, რომ „უკრაინა მხოლოდ საფეხურია რუსეთისთვის, გზა იმისთვის, რომ მოიქცეს იმ ძველი იმპერიის მსგავსად, რომელიც 1989 წელს გარდაიცვალა“.

ამის გამო, ზელენსკის თქმით, „პუტინმა უნდა წააგოს, უნდა წააგოს, რათა ყველამ, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს უყურებს [...] ხმამაღლა და მკაფიოდ მიიღოს გზავნილი. პუტინი უნდა დამარცხდეს“.

ზელენსკის სიტყვა აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს, როცა ის ამბობდა, რომ „ამერიკულ "ბრედილებს", "ჰაიმარსებს", 155-მმ კალიბრის არტილერიას... შეუძლია ევროპაში ზუსტად ისე შეასრულოს სამუშაო, როგორც ეს გლობალურ თავისუფლებას სჭირდება. მთელი მსოფლიო გვიყურებს... უკრაინა არ დანებებულა და არ დანებდება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და შეგიძლიათ უკრაინის იმედი გქონდეთ. და ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შეგვეძლება თქვენი იმედიც გვქონდეს".

უკრაინის დახმარების მომავალი და კონტრიერიშის ბედი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:20:09 0:00

ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებას ემთხვევა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია და კონგრესში მისი ოპონენტები რესპუბლიკური პარტიიდან ვერ თანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებაზე. ადმინისტრაცია კონგრესს 110 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარებისა და ამერიკის საზღვრის დაცვისთვის. რესპუბლიკელები დახმარების პაკეტზე დათანხმების წინაპირობად ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების მეტად გამკაცრებას და ქვეყანაში არაკანონიერი მიგრაციის კრიზისის გადასაჭრელად მეტ ძალისხმევას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG