ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვაკი მძღოლები უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარს ნაწილობრივ დაბლოკავენ


სატვირთო ავტომობილების სლოვაკი მძღოლები უკრაინასთან ქვეყნის ერთადერთი სატვირთო გზის ნაწილობრივ ბლოკადას გააგრძელებენ. გადამზიდველთა ასოციაციის განცხადებით, ბლოკადა 11 დეკამბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო.

სლოვაკი და პოლონელი მძღოლები, უკრაინული გადამზიდი ფირმებისთვის ევროკავშირში წვდომის შეზღუდვას ითხოვენ. ევროკავშირმა, შეზღუდვა გასულ წელს მოხსნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.


„სატვირთო ავტომობილებისთვის სლოვაკეთში შესვლა დაიბლოკება. კერძო პირების გადაადგილება არანაირად არ შეიზღუდება“, - განაცხადა სლოვაკეთის გადამზიდველთა ასოციაციამ.

პოლონეთში, სატვირთო ავტომობილების მძღოლები, სასაზღვრო გამშვებ პუნქტს 6 ნოემბრიდან ბლოკავენ. დღესვე, უნგრეთი-უკრაინის საზღვარზე, საპროტესტო აქციის დაწყებას ასევე გეგმავენ უნგრელი მძღოლებიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სურთ ევროკავშირში, უკრაინელი გადამზიდავების ნებართვის გარეშე წვდომა შეწყდეს. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელ გადამზიდავებთან უსამართლო კონკურენციაში არიან და ეს გავლენას ფასებზე ახდენს.

კიევი აცხადებს, რომ ნებართვების სისტემის აღდგენა, ომის დროს მოძრაობის მოცულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია.

საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან, სასაზღვრო პროტესტის გამო უპილოტო თვითმფრინავების, ელექტრონიკის და პიკაპების მიწოდების რამდენიმე კვირის შეფერხებას განიცდიან. ამის შესახებ "როიტერს" ინდუსტრიის წარმომადგენელმა სამმა წყარომ განუცხადა.

XS
SM
MD
LG