უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სახელმწიფო გვარდიის ახალ მეთაურს დაავალა "გაასუფთავოს თავისი რიგები" იმ ადამიანებისგან, ვინც მის დისკრედიტაციას ახდენს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გვარდიის ორ ოფიცერს ბრალი დასდეს მაღალი რანგის პირების მკვლელობის მცდელობის თაობაზე შეთქმულებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში თქვა, რომ მან გვარდიის ორი პოლკოვნიკი დააკავა, რომელთაც ბრალი ედებათ რუსეთთან თანამშრომლობაში, პრეზიდენტ ზელენსკისა და სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის, სამხედრო დაზვერვის მეთაურის, კირილო ბუდანოვის მკვლელობის თაობაზე შეთქმულებაში. გვარდიის სამსახური ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის დაცვაზეა პასუხისმგებელი.
ზელენსკიმ გვარდიის თანამშრომლებს, ორშაბათს, ახალი პოლკოვნიკი ოლეკსიი მოროზოვი წარუდგინა. თქვა, რომ მისი დავალება იქნება, უზრუნველყოს, რომ ამ სამსახურში მხოლოდ ის იქნება, ვინც თავის მომავალს უკრაინასთან კავშირში ხედავს. ეს მისი პირველი კომენტარია ამ თემაზე მას შემდეგ, რაც აგენტები დააკავეს.
"და რა თქმა უნდა, სააგენტო უნდა გაიწმინდოს ყველასგან, ვინც არ ირჩევს საკუთარი თავისთვის უკრაინას და მთელი სახელმწიფო გვარდიის სამსახურის დისკრედიტებას ახდენს", - დაწერა პრეზიდენტმა ტელეგრამზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოროზოვის წინამორბედი, სერჰიი რუდი მაისში გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც "სბუ"-მ - უსაფრთხოების სამსახურმა თავისივე თანამშრომლები დააკავა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან მუშაობაში და საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებაში დაადანაშაულა. მოსკოვს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.