13 -15 ივნისს, იტალია დიდი შვიდეულის (G7) სამიტს უმასპინძლებს. წარმოგიდგენთ ფაქტებს და ციფრებს, სამიტის დღის წესრიგიდან.
სად იმართება სამიტი?
შეხვედრას იტალიის სამხრეთ რეგიონში, აპულიაში მდებარე სასტუმრო Borgo Egnazia უმასპინძლებს. პირველ საღამოს, ლიდერები მათ პატივსაცემად გამართულ ვახშამს, ახლომდებარე ქალაქ ბრინდიზიში დაესწრებიან. მედიაცენტრი, სამიტის ლოკაციიდან 80 კმ-ის დაშორებით, ქალაქ ბარიშია განთავსებული.
ვინ დაესწრება სამიტს?
G7-ის შემადგენლობაშია აშშ, იაპონია, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი. ამასთან, სამიტის ყველა დისკუსიაში მონაწილეობს ევროკავშირი. ბლოკი ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების დონეზეა წარმოდგენილი.
ტრადიციულად, სამიტის სხვადასხვა სესიაზე დასასწრებად, სტუმრებს იწვევს მასპინძელი ქვეყანა. იტალიის გადაწყვეტილებით, სამიტის ფარგლებში წელს მიწვეულნი იქნებიან რომის პაპი ფრანცისკე, იორდანიის მეფე, უკრაინის, ინდოეთის, ბრაზილიის, არგენტინის, თურქეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კენიისა და ალჟირის ლიდერებს, ასევე მავრიტანიის ლიდერი, რომელიც აფრიკის კავშირის თავმჯდომარეა.
სამიტს ასევე ესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი, მსოფლიო ბანკისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
რა არის დღის წესრიგში?
სამიტი ხუთშაბათს 11:00 საათზე, აფრიკის, კლიმატის ცვლილებისა და განვითარების შესახებ დისკუსიით დაიწყება. შემდეგ საუბარი გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთზე, უკრაინისადმი მიძღვნილი ორი სესიის წინ - პირველში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობს.
მეორე დღეს სესიები იმართება იმიგრაციის, ინდო-წყნარი ოკეანისა და ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ. შუადღისას, სესიები დაეთმობა ხმელთაშუა ზღვის, ენერგეტიკისა და აფრიკის შესახებ მოლაპარაკეებებს. ხელოვნური ინტელექტის შესახებ სესიას რომის პაპი ფრანცისკე უხელმძღვანელებს.
რა არის საყურადღებო საკითხები?
დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, შეძლებენ თუ არა ლიდერები საბოლოოდ მიაღწიონ შეთანხმებას, როგორ მიიღონ სარგებელი დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან და გამოიყენონ ის უკრაინისთვის.
ამასთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებს აქვთ მოლოდინი, რომ მომავალ კვირას, G7 მკაცრ გაფრთხილებას გაუგზავნის მცირე ჩინურ ბანკებს, რათა შეწყვიტონ დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში რუსეთის დახმარება.
უფრო ფართოდ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები მზად არის გამოაცხადოს მნიშვნელოვანი ახალი სანქციები ფინანსური ინსტიტუტებისა და არასაბანკო სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც არიან ნაწილი "ტექნოლოგიისა და სასაქონლო მიწოდების ჯაჭვის, რომელიც ამარაგებს რუს სამხედროებს". გაურკვეველია მზად არიან თუ არა G7-ის დანარჩენი წევრები დაიცვან შეერთებული შტატების მკაცრი ხაზი.
ასევე ვრცლად იქნება საუბარი ჩინეთზე. მოელიან, რომ ლიდერები, სავარაუდოდ, გამოაქვეყნებენ განცხადებას, რომელშიც გამოთქვამენ შეშფოთებას ჩინეთის ჭარბი სამრეწველო სიმძლავრის შესახებ და ასევე განიხილავენ დამატებითი ზომების შემოღებას, რათა გაათანაბრონ სათამაშო ველი ძლიერ სუბსიდირებული ჩინური კომპანიების წინააღმდეგ. ამ საკითხზე, შეერთებული შტატებს ბევრად უფრო მტკიცე პოზიციები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანას.
როდის დასრულდება სამიტი?
სამიტი ოფიციალურად 15 ივნისამდე გაგრძელდება, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვაშინგტონში 14 ივნისის დაბრუნდება. ამ დროისთვის, ერთადერთი ოფიციალური ღონისძიება, რომელიც შაბათს არის დაგეგმილი, მასპინძელი იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ბოლო პრესკონფერენცია და სხვა ლიდერებეთან ორმხრივი შეხვედრებია.