აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, გააგრძელებენ უკრაინის დასახმარებლად, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან, $300 მილიარდის გამოყენების გზების ძიებას.
ჯანეტ იელენმა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტრევიუში თქვა, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას, ჰერმეტული სამართლებრივი დასაბუთება დასჭირდება. ეს იყო ერთ-ერთი განსახლველი საკითხი, მიმდინარე კვირაში, ბრაზილიაში გამართულ დიდი ოცეულის მინისტრთა შეხვედრაზე.
იელენმა თქვა, რომ მან მოუწოდა საფრანგეთის ხაზინის მინისტრს ბრუნო ლე მერი დაეხმაროს პროცესს იმ ვარიანტების შემუშავებაში, რომლებზეც G7 ლიდერები ივნისის სამიტზე შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც ლე მერმა საჯაროდ უარყო მისი მოსაზრება, რომ არსებობდა აქტივების მონეტიზაციის სამართლებრივი საფუძველი.
დიდი შვდეულის ლიდერები, ერთი წელია მსჯელობენ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ რუსეთის სუვერენულ აქტივებთან დაკავშირებით, უკრაინის დასახმარებლად. “როიტერის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში მიმდინარე კვირაში გამართული დიდი ოცეულის მინისტრთა სამიტზე ნათელი გახდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, დიდი შვიდეულის მოკავშირეებს შორის აზრთასხვადასხვაობაა.
„როიტერთან“ ინტერვიუში, აშშ-ის ხაზინის მდივანმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი სკეპტიკურად იყო განწყობილი აქტივების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არსებობდა ისეთი ვარიანტები, როგორიცაა აქტივების გამოყენება სესხებისთვის გირაოს სახით და ახალი წინადადება სინდიკატური სესხის გაცემის შესახებ, რომელიც მან აღწერა, როგორც "საინტერესო ვარიანტი".
"აქ არის რთული სამართლებრივი საკითხები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, უნდა ჰქონდეს მყარი საერთაშორისო სამართლებრივი დასაბუთება, ისევე როგორც შიდა დასაბუთება", - თქვა იელინმა.
"ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა. [ლე მარის] თანამშრომლები მუშაობენ ჩვენთან. ჩვენ მოვუწოდეთ მას, დაგვეხმაროს ვარიანტების გამომუშავებაში, ვარიანტებზე, რომლებიც შეგვიძლია წარვუდგინოთ ლიდერებს", - განაცხადა იელინმა.