17 ივნისს, რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკივის რეგიონის ნაწილებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ რეგიონის ხელში ჩაგდებას და მის სრულ კონტროლს მოსკოვი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისიდან ცდილობს. რუსები ამბობენ, რომ უკრაინა სულ უფრო მეტ სამხედროს აგზავნის ხარკივში რაიონში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი შეეცდება წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე უკრაინაში დასავლური აღჭურვილობის, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ჩასვლამდე.
რუსული ძალები გასულ თვეში შევიდნენ ხარკივის რეგიონში და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ ათამდე სოფელი დაიკავეს.
მოსკოვის მიერ კონტროლირებად ხარკივის რეგიონის ნაწილის, რუსეთის მიერ დანიშნულმა მმართველმა ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ რუსული ძალები უკუაგდებენ უკრაინის ბოლო კონტრშეტევებს ვოვჩანსკის მახლობლად, საზღვრიდან ხუთი კილომეტრის მანძილზე.
"ხარკივის სექტორში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველაზე სასტიკი შეტაკებები არის ვოვჩანსკში და ლიპცის მახლობლად", - განუცხადა განჩოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს.
„მტერი აგზავნის რეზერვებს და ცდილობს კონტრშეტევას, მაგრამ ხვდება სასტიკ პასუხს ჩვენი შეიარაღებული ძალებისგან“,- ამბობს ის.
ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინული ჯარები „თანდათანობით უბიძგებენ ოკუპანტებს ხარკივის რეგიონიდან“ გავიდნენ. გენერალური შტაბის ცნობით, 10 რუსული თავდასხმა მოიგერიეს ვოვჩანსკთან და ლიპცისთან.