ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული გაზაფხულის შედეგები


არაბული გაზაფხულის შედეგები
არაბული გაზაფხულის შედეგები

პოლიტიკური კატაკლიზმებით დაწყებულმა არაბულმა გაზაფხულმა სიკვდილის უამრავი ფაქტი დატოვა. იანვრის დასაწყისში ტუნისის ქუჩებში ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მასობრივი გამოსვლებით სოლიდარობას იმ ხილის გამყიდველ ახალგაზრდას უცხადებდნენ, რომელმაც ქვეყანაში გასუსაძლისი რეჟიმის გამო თავი დაიწვა.

აღნიშნულმა ტრაგედიამ, ახლო აღოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში თავისუფლებისათვის ბრძოლის ახალ ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი.

წლების განმავლობაში ამ რეგიონში პოლიტიკური ცხოვრება დუნედ მიმდინარეობდა. ტირანიის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებამ კი ქვეყნის მმართველობის რყევა გამოწივია:

„არაბული გაზაფხულის პირველი შედეგი ტუნისში დავინახეთ, რომელსაც შემდეგ ეგვიპტე, ლიბია და სირია მოჰყვა. ამ ყველაფერს ერთი ახალგაზრდის თვითმკვლელობამ შეუწყო ხელი, რომელმაც თავისუფელბის იდეალების დამკვიდრებისათვის საკუთარი თავიც კი არ დაინდო,-“ აღნიშნა ორგანიზაციის "ჰიუმან რაითს უოჩ" წარმომადგენელმა ჰება მორაეფმა.

აჯანყების მონაწილეებმა ბევრი რამ ერთმანეთისაგან ისწავლეს. ისინი საკუთარ ქვეყნებში გაუსაძლისი რეჟიმის წინააღმდეგ ერთნაირად იბრძოდნენ.

„ტუნისის მსგავსად იემენშიც, სირიასა და ლიბიაშიც მკაცრი და უსამართლო სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკური სისტემა იყო,-“ დასძინა ქაიროში ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომელმა საიდ სადეკმა.

საპროტესტო აქციებმა კი ამ სახლემწიფოებში გაბატონებული მმართველობის დამხობა გამოიწვია. თუმცა ამ მოვლენების ზოგიერთი შემფასებელი არც თუ დიდი იმედით გამოირჩევა და ეჭვობს, თუ რამდენად გამართლებილი აღმოჩნდება გარდამავლი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა. ისინი ისლამისტური პარტიების მომძლავრებას ტუნისსა და ეგვიპტეში დემოკრატიის საფრთხედ მიიჩნევენ.

მიუხედავად ამისა, რეგიონის სხვა ნაწილებში თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდება, რომელშაც დიდ როლს ახალგაზრდების მიერ გადადგმული გაბედული და შეუპოვარი ნაბიჯი ასრულებს.

XS
SM
MD
LG