მუსლიმთა საძმოს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფს, ახლად დაფუძნებული პარლამენტის მმართველობაში, ზოგიერთი ეგვპიტელი ეჭვის თვალით უყურებს. კერძოდ ჯგუფის პოზიცია ქალთა უფლებების დაცვის, ეროვნული უმცირესობის დაცვისა და ისლამური შარიათის კანონის შესახებ, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.
მუსლიმთა საძმომ, რომლის დევიზია - „ისლამი ყველაფერს გადაწყვეტს,“ სამგზის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა 47 პროცენტით გაიმარჯვა. შედეგმა თავად საერთაშორისო დამკვირვებლებიც გააოცა.
ჰიშმან კასემი ეგვპიტეში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტია. იგი ასევე გააოცა არჩევნებში ისლამური ფუნდამენტალისტური ჯგუფის მიერ მიღწეულმა დიდმა წარმატებამ:
„ნამდვილად არ მეგონა რომ პარლამენტში მუსლიმთა საძმო უმრავლესობით მოვიდოდა. მე მათ მხოლოდ 10 ადგილს ვუწინასწარმეტყველებდი, სინამდვილეში კი მათ, მიღებულ ხმათა 20 პროცენტს გადააჭარბეს.“
ეგვიპტის ექსტრემისტულ სალაფიტების პარტიას დროის უკან დაბრუნება სურს და ყველაფრის იმ სახით წარმოდგენა როგორც მე-17 საუკუნეში იყო. სწორედ ამიტომ, მუსლიმთა საძმოსა და სალაფიტების პარტიის შეხედულებები ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა.
ექსპერტ ჰიშმან კასემს არ ეშინია მუსლიმთა საძმოს მმართველობის ქვეშ ცხოვრება.
„მთელი არსებით ვიბრძოდი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულება სულ სხვაა, მჯერა რომ მუსლიმთა საძმოსთან აქტიური თანამშრომლობა შეძლებს მმართველობის კარგი მოდელის შექმნასა და შემდგომში ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. “
გასულ კვირას მუსლიმთა საძმოს მაღალი რანგის წარმომადგენლები შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. ექსპერტების შეფასებით შეხვედრის მიზანს საძმოს მისამართით, საერთაშორისო საზოგადოებიდან წამოსული ერთგვარი შიში წარმოადგენდა, რაც მუსლიმთა საძმოს ხისტი შეხედულებებიდან გამომდინარეობს.
ამჟამად ეგვიპტის გარდამავალი მთავრობის საბჭო გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის კონსტიტუციის შექმნის საკითხში. თუმცა, ბევრ ათეისტ ეგვიპტელს მიაჩნია რომ ისლამისტური რელიგიის მკაცრად მიმდევარი საბჭო, შარიათის კანონის გაბატონებას მთელი ქვეყანის მასშტაბით შეეცდება.
ომარ აშორი, რომელიც ბრიტანეთის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებას ასწავლის, ამბობს:
„ვფიქრობ, სხვა პრიორიტეტები აინტერესებთ. მათ ახლა პარლამენტში ძალაუფლების კონსოლიდაციის მოხდენა სურთ, იმისათვის რომ საკონსტიტუციო ასაბლეაზე ზეწოლა განახორციელონ. მათ ასევე აქცენტის გაკეთება სამხედრო ისტაბლიშმენტზეც სჭირდებათ; ასე რომ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ და ამიტომ ვფიქრობ რომ საზოგადოებაზე, შარიათის კანონის თავსმომხვევა, ახლა, მათთვის ხელსაყრელი არ იქნება.“
ისლამური საძმოს წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გავრცელებული მტკიცებულებების მიუხედავად, ეგვიპტის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა ბიზნესმენთა გარკვეულ ნაწილს ქვეყნიდან საკუთარი შემოსავლების გატანა მაინც დააწყებინა. ზოგიერთმა მათგანმა ემიგრაციაც კი გადაწყვიტა.