ეგვიპტეს მუსლიმური საძმოს პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა და ასამბლეაში 47 პროცენტი დააგროვა.
ეგვიპტეს საარჩევნო კომისიამ შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარე აბედი მოეზის განცხადებით, საძმოს „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ პარტიამ 498 წევრიან ეროვნულ ასამბლეაში 235 მანდატი მოიპოვა.
ეგვიპტეს პარლამენტის ქვედა პალატაში მანდატების ორი მესამედი პარტიული სიით გადის არჩევნებზე, ხოლო დანარჩენ დეპუტატებს კი მაჟორიტარული წესით ირჩევენ.