ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება - შტურმი კაპიტოლიუმზე


პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, ვაშინგტონში, კონგრესის შენობის შტურმთან დაკავშირებით, განცხადებებს მსოფლიო ლიდერები და საერთაშორიო ორგანიზაციები აკეთებენ.

გაერო: „ასეთი ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ დაარწმუნონ საკუთარი მხარდამჭერები, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პატივი სცენ დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას“ - ამბობს გაეროს სპიკერი.

ისრაელი: „დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამერიკა ჩვენი დიდი და ნამდვილი მეგობარი, დემოკრატიის შუქურაა და და მხარს უჭერს თავისუფლებას, სამართლიანობას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელებმა და მისმა არჩეულმა წარმომადგენლებმა იციან, როგორ გააგრძელონ იმ ღირებულებების დაცვა, რომელზეც ამერიკა დაფუძნდა“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზიმ.

ჩინეთმა კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმსა და გასული წლისგანმავლობაში, ჰონგ-კონგში გამართულ პროდემოკრატიულ საპროტესტო გამოსვლებს შორის პარალელი გაავლო. თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ ჰონგ-კონგში განვითარებული მოველენბის დროს, არავინ დაღუპულა. „ჩვენ გვინდა, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვოს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

რუსეთი: „ვაშინგტონიდან მაიდანის სტილის სურათს ვიღებთ“ - რუსეთის დიპლომატმა, გაეროში, დმიტრი პოლიანსკიმ ეს განცხადება "ტვიტერის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. დილომპატმა, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები, 2014 წელს, უკრაინაში განვითარებულმოვლენებს შეადარა.

„ზოგიერთ ჩემს მეგობარს აქვს კითხვა, დაურიგებს თუ არა ვინმე დემონსტრანტებს კრეკერებს, ვიქტორია ნულანდის ხრიკის განმეორებისთვის“ - წერს რუსი დიპლომატი. 2013 წელს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უკრაინაში ვიზიტისას, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საკვები შესთავაზა. რუსი დიპლომატი სწორედ ამასთან ავლებს პარალელს.

ირანი: „ამერიკაში მომხდარმა აჩვენა, რამდენად დიდი მარცხია დასავლური დემოკრატია. პოპულისტმა კაცმა (დონალდ ტრამპმა) დააზიანა საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, სატელევიზიო ეთერით სითყვით გამოსვლისას.

ინდოეთი: „შეშფოთებული ვარ ვაშინგტონში მომხდარი ამბოხისა და ძალადობის შესახებ გავრცელებული სიახლეებით. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება დაზიანდეს დემოკრატიული პროცესი, უკანონო პროტესტის საშუალებით“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.

იაპონია: „ჩვენ უარს ვამბობთ კომენტარი გავაკეთოთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ სტილზე, რადგან რაც ვაშინგტონში ხდება, ეს აშშ-ის საშინაო საქმეა. მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ში დემოკრატიამ ეს რთული ვითარება გადალახა, აღიდგინა სიმშვიდე და ჰარმონია, ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა“ - განაცხადა კაცინობუ კატომ, იაპონიის მთავრობის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საფრანგეთი: „ის რაც ვაშინგტონში მოხდა, ნამდვილად არ არის ამერიკული მოვლენა. ჩვენ გვწამს, ჩვენი დემოკრატიების სიძლიერის. ჩვენ გწამს ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის“ - განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

გერმანია: „ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა, უნდა მიიღონ ამერიკელი ამომრჩევლების გადაწყვეტილება“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა. კანცლერმა ანგელა მერკელმა კი თქვა: "დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური წეია ის, რომ არჩევნების შემდეგ არსებობს მოგებული და წაგებული".

ნატო: „შოკისმომგვრელი სცენები“ - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ეცეს.

ესპანეთი: „ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა დაასრულებს ამ დაძაბულობას და გააერთიანებს ამერიკელ ხალხს“ - განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა.

თურქეთში მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებამ შეშფოთება გამოხატა განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

ევროკავშირი: „მე მწამს ამერიკული ინსტიტუტების და დემოკრატიის სიძლიერის. ეს ემყარება ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები. მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, როგორც აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ალაიენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG