ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა


ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში, ერთ დღეში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 235 491 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა აღირიცხა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 694 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 15 492 ტესტირება ჩატარდა. მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით იყო გაკეთებული. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 223 695-მდე.

ჯანდაცვის ოფიციალური პირები ინტენსიური ტესტირების გაზრდის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია იანვარში, ყოველდღიურად, 20 000 ტესტი გაკეთდეს.

„ეხლა უსიმპტომო ადამიანსაც შეუძლია მივიდეს და გაიტესტოს. ძალით ძნელია ვიღაცა მიიყვანო და გატესტო, დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად რეალური შესაძლებლობაა და გაგვიკეთებია... 20-21 000 ტესტი დღეში ჩატარებულა პრობლემების გარეშე. დღესაც შეგვიძლია ამდენი ტესტის ჩატარება“, თქვა პაატა იმნაძემ "რადიო თავისუფლების" გადაცემაში „დილის საუბრები“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG