ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის არჩევნებზე უფრო მეტი ქალი აძლევს ხმას, ვიდრე კაცი 


ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ამერიკაში წლებია არჩევნებში უფრო მეტი ქალი მონაწილეობს, ვიდრე მამაკაცი. რაც მკვლევრებისა და სპეციალისტების აზრით, სრულად ცვლის მოცემულობას რომელსაც პარტიები იყენებენ.

2020 წელს არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე ქალების 68 პროცენტმა მისცა ხმა, მაშინ როცა მამაკაცების მხოლოდ 65 პროცენტმა გააკეთა არჩევანი. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა 63 პროცენტმა გააკეთა არჩევანი, ხოლო მამაკაცთა 59 პროცენტმა.

მაგალითად, რესპუბლიკელების მთავარ ამომრჩევლებად თეთრკანიანი მამაკაცები ითვლებიან, ქალები კი დემოკრატების. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ წლებია თეთრკანიანი ქალები პროპორციულად ხმას რესპუბლიკურ პარტიას აძლევენ და ეს პროცესი 1950-იანი წლებიდან დაიწყო.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოების დიდი ნაწილი გაკვირვებული იყო, როცა ნახეს, რომ დონალდ ტრამპს თეთრკანიანმა ქალებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. თუმცა, მიუხედავად სტატისტიკისა, თეთრკანიანი კაცები პარტიის მთავარ ამომრჩევლად არიან მიჩნეული. ამ დროს, 2016 წლის მსგავსად, პარტიას უფრო მეტმა თეთრკანიანმა ქალმა მისცა ხმა, ვიდრე კაცმა.

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო თეთრკანიანი ქალების 69.6-მა პროცენტმა, ხოლო მამაკაცების 67%-მა. 2016 წლის არჩევნებში ეს მონაცემი თეთრკანიანი ქალების შემთხვევაში 66.8 პროცენტი იყო, თეთრკანიანი კაცების შემთხვევაში კი 64.7 პროცენტს შეადგენდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და გენდერული კვლევების პროფესორი ჯეინ ჯუნი ამბობს, რომ პარტიების მიერ ცენტრალიზებული მიდგომა ამომრჩეველთა ანალიზში უნდა შეიცვალოს, თუმცა აცხადებს, რომ ამ პროცესს გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

"რატომ არის რომ ვამბობთ, კენტუკის სენატორი, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ ქალი სენატორი დასავლეთ ვირჯინიიდან? ან პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი და ფერადკანიანი ქალი ვიცე პრეზიდენტი?" - ამბობს ჯუნი.

ეშლი კონინგი, რომელიც რატგერსის უნივერსიტეტს წარმოადგენს, ამბობს, რომ პოლიტიკა წლების განმავლობაში კაცების პროფესიად მიიჩნეოდა და მასში სწრაფი ცვლილებები ამიტომ ვერ ხდება.

მონაცემების მიუხედავად, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ანალიზის გაკეთებას და ძირითადი ჯგუფების ცვლილებას, წლები დასჭირდება. მანამდე კი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამერიკაში არჩევნებში უფრო მეტი ქალი იღებს მონაწილეობას, ვიდრე კაცი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG