ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურორები ტრამპის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ორდერების გაცემაზე მსჯელობენ


ნიუ-იორკში ტრამპის საქმესთან დაკავშირებით პროკურორთა უმაღლესი კოლეგია შეიკრიბა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მსჯელობენ იმაზე, გაიცეს თუ არა სასამართლოს ორდერები ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამერიკის ისტორიაში დანაშაულში ბრალდება ჯერ არცერთი პრეზიდენტისთვის არ წაუყენებიათ.

გამოძიება მანჰეტენის პროკურატურაში ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა. მასში გაერთიანებულია ტრამპის, როგორც მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატის, სახელით მომჩივანი ქალებისთვის გადახდილი ფული; კომპანიის მიერ საგადასახადო გაყალბებები და ტრამპის ურთიერთობები საკრედიტო კომპანიებთან. გამოძიება წლების მანძილზე დაბეჯითებით ცდილობდა ტრამპის საგადასახადო ისტორიის მოპოვებას.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ ქმედებას "კუდიანებზე ნადირობად" აფასებს. "ეს წმინდად პოლიტიკური საქმეა და 75 მილიონი ამომრჩევლის შეურაცხყოფას წარმოადგენს, ვინც მე ხმა მომცა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დემოკრატი პროკურორების უკიდურესად პარტიული [ინტერესებით] არის ნაკარნახევი" - განაცხადა სამშაბათს ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG